მუშევანში გააპროტესტეს RMG-ისთვის ოქროს მოპოვებაზე ნებართვის მიცემა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი". აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. "მოსახლეობა კიდევ ერთხელ აპროტესტებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ... 4 თვის განმავლობაში, როცა ადვოკატირების პროცესი მიმდინარეობდა, სხვადასხვა მიმართვები იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს, პრეზიდენტის, პარლამენტის მიმართ. არცერთი არაა გათვალისწინებული, ანუ სოფლის ხმა არ ისმის. გადაწყვეტილება მიღებულია სოფლის გარეშე, რაც არღვევს ყველა სტანდარტს", - უთხრა "რადიო მარნეულს" ორგანიზაცია "სალმის" დამფუძნებელმა რადიმ ისმაილმა. три პროტესტი სოფელ მუშევანში აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლებმა თათული ჭუბაბრიამ და ქამრან მამადლიმ. "მე ვიცი, რომ თქვენ ყველაზე მართლები ხართ ამ პროცესში. რამდენიმე წელია, ვაკვირდებით, როგორ დაიგეგმება ქვეყანაში მსგავსი ტიპის განვითარების პროექტები, სადაც მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ იხეირებენ, რეალურად კი იღებენ პროტესტს. როდესაც აშენებდნენ ჰიდროელექტროსადგურებს, ჰესებს, გაჰყავდათ გზები, ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე დიდი პროტესტი შეხვდა ამ პროექტებს სვანეთში, იმერეთში, კახეთში. ყველა ამ შემთხვევაში ვიცოდით, სად ირღვეოდა კანონი და გვესმოდა, რა ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირება. მთავარი იყო ის, რომ მოსახლეობას არცერთ ამ პროექტში სწორ ეტაპზე არ დაუსვეს შეკითხვები, უნდათ თუ არა მათ ასეთი ტიპის განვითარება", - თქვა აქციაზე თათული ჭუბაბრიამ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG Gold-ს პირველ ნოემბერს მისცა ოქროსა და სპილენძის მოპოვების ნებართვა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, ნებართვა RMG-ზე კანონის დარღვევით გაიცა, რასაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა, სააგენტომ კი არ განიხილა და უგულებელყო "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. "სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერულ...
წყარო

Anano

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 21 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Nia

ბათუმი
  • 6 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Amina

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 დღის წინ

Domina elenica

თბილისი
  • 14 დღის წინ

Diana

ბათუმი
  • 8 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 საათის წინ