რუსეთი კვლავ ითხოვს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე

ოფიციალურმა მოსკოვმა მორიგი განცხადება გააკეთა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, რომლის თემა უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულება. 11 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე. "მხოლოდ პოზიციის დადასტურება შემიძლია - ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე. ჩვენ ამისთვის ადრეც მზად ვიყავით, მაგრამ კიევმა, თავისი დასავლელი კურატორების კარნახით, შეწყვიტა დიალოგი, რომელიც ზოგადად წინ მიიწევდა, გარკვეული დოკუმენტიც მუშავდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. რა მოხდება შემდეგ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" რიაბკოვის სიტყვები. 9 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსები მზად არიან მოლაპარაკება აწარმოონ უკრაინასთან "მიმდინარე მომენტისათვის არსებული რეალობის გათვალისწინებით." რაც, კიევის აზრით, ნიშნავს ოკუპირებული და ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილების აღიარებას. მარია ზახაროვამ მსგავსი განცხადებები გააკეთა 2 ნოემბერს, იმავე დღეს, როდესაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ თქვა, რომ მიიღო ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავისი სამხედრო დაჯგუფების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასროლის გადაწყვეტილება. ასევე ნახეთ ვაშინგტონის ინტერესშია კრემლთან კონტაქტების შენარჩუნება - ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 7 ნოემბრის ტრადიციულ ღამის მიმართვაში თქვა, რომ ის ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, თუ ეს იქნება „ნამდვილი“ მოლაპარაკებები, რომლებიც აღადგენს უკრაინის სახელმწიფო საზღვრებს, უზრუნველყოფს უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდასა და სამხედრო დამნაშავეების დასჯას. 4 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეუძლებლად აცხადებს პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკების პერსპექტივას, მაგრამ ღიას ტოვებს კარებს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 9 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 5 თვის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 6 თვის წინ

Masho

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Luda

თბილისი
  • 5 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ