ავსტრიული მედია წერს 7 წლის ქართველ ბიჭზე, რომელსაც დედასთან ერთად ვენიდან დეპორტაცია ელის

გერმანული გამოცემა Der Standart-ი წერს საქართველოს მოქალაქეებზე, 7 წლის ბიჭსა და მის 40 წლის დედაზე, რომლებიც ავსტრიის პოლიციამ დღეს, 11 ნოემბერს გადაიყვანა სადეპორტაციო განყოფილებაში და კვირას სამშობლოში მოუწევთ დაბრუნება. გამოცემის თქმით, 7 წლის ნოეს ისტორია ძალიან ჰგავს 12 წლის თინას ამბავს, რომელიც ოჯახთან ერთად ავსტრიის საემიგრაციო სამსახურმა 2021 წლის თებერვალში დააბრუნა სამშობლოში. ორივე შემთხვევაში დეპორტაციას დაექვემდებარნენ ბავშვები, რომლებიც ავსტრიაში კარგად იყვნენ ინტეგრირებულები და მშობლიურზე უკეთ ფლობდნენ გერმანულ ენას. ნოე დედამ ავსტრიაში 2016 წლის აგვისტოში წაიყვანა, როგორც ტურისტმა. 2017 წლის ივლისში ქალს უკვე ჰქონდა უარი თავშესაფრის მიღებაზე, თუმცა საქართველოში დაბრუნების ნაცვლად არალეგალურად რჩებოდა ავსტრიის ტერიტორიაზე, თავს არიდებდა საემიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობას. ნინოს თავშესაფარზე მოთხოვნა სამჯერ აქვს ამ დროის განმავლობაში გაკეთებული. "ჩემი შვილი კარგად არის ინტეგრირებული. მისი სამშობლო ავსტრიაა. მინდა, რომ მას აქ შანსი მიეცეს" - ამბობს ქალი შვილზე, რომელიც ვენის ერთ-ერთი სკოლის მეორე კლასში სწავლობს. ავსტრიული მედიისთვის მსგავსი შემთხვევები ყოველ ჯერზე ხდება ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო პოლიტიკისა და ბავშვთა უფლებების შესახებ დისკუსიის განახლების საბაბი. ასევე ნახეთ 12 წლის თინას და სხვა ბავშვების გაურკვეველი მომავალი საქართველოსა და ავსტრიაში განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეიცვალა მისი სათაური - განახლებული ინფორმაციით 7 წლის ბიჭის დეპორტაციის პროცესი შეჩერებულია. 8 საათიანი დაკავების შემდეგ ბავშვი და დედა გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ გავლენა იქონია 12 წლის თინას საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, რომელმაც უკანონოდ ცნო ავსტრიაში გაზრდილი და კარგად ინტეგრირებული ბავშვის საქართველოში, მისი აქ იძულებითი ჩამოსვლიდან 18 თვის შემდეგ. три ...
წყარო

N i a

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 20 დღის წინ

Anamaria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 17 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 6 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Liliana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Teona

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Arina

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Katrin

ბათუმი
  • 5 დღის წინ