თავდამსხმელი, რომელმაც ბელგიაში პოლიციელი დანით მოკლა, "პოტენციურ ექსტრემისთა" სიაში იყო

ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირი, რომელმაც ხუთშაბათს ბრიუსელში პოლიციელი დანით მოკლა, პოტენციურად „საშიშ ექსტრემისტთა“ სიაში იყო. მეორე პოლიციელის თქმით, რომელიც თავდამსხმელმა ასევე დაჭრა, მაგრამ გადარჩა, - დანის თავდასხმის დროს ეჭვმიტანილმა რამდენჯერმე დაიძახა "ალაჰუ აქბარ" ("დიდ არს ალაჰი“). მანამდე, ხუთშაბათ დილით 30 წლის ეჭვმიტანილი ბრიუსელის ჩრდილოეთით მდებარე სხარბეკის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ პოლიციელთა მიმართ ზიზღი გააჩნია. იგი პოლიციამ სამკურნალოდ ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, საიდანაც ეჭვმიტანილი გაიქცა და გზაში, საპატრულო ავტომობილში მყოფ ორ პოლიციელს დანით დაესხა. თავდამსხმელს სხვა პოლიციელებმა ესროლეს და დაჭრეს. იგი ამჟამად საავადმყოფოში რჩება. პარასკევს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბელგიის მოქალაქე იასინ მ. 2013 წლიდან 2019 წლამდე ციხეში იმყოფებოდა ტერორიზმთან შეუსაბამო დანაშაულისთვის, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ, და დაკვირვების მიზნით მოძალადე ექსტრემისტების სიაში იმყოფებოდა. ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, თავდასხმა განიხილება, როგორც მკვლელობა და ტერორისტულ განზრახვით მკვლელობის მცდელობა. ...
წყარო

Nino

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 8 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Salima

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Ani ani

ქუთაისი
  • 19 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 30 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 21 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 3 დღის წინ