არახამია: რუსეთთან მოლაპარაკებებზე შესაძლოა ვისაუბროთ 2023 წლის მეორე ნახევარში

უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შანსი შესაძლოა, გაჩნდეს 2023 წლის მეორე ნახევარში. ამის შესახებ დავით არახამიამ 12 ნოემბერს, ტელემარათონის მიმდინარეობისას განაცხადა. არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებსა და პირობებზე წერს „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზეც: „ხერსონის გათავისუფლებამდე ბევრი საუბარი იყო მოლაპარაკებების შესახებ. იყო სკეპტიკური პუბლიკაციებიც დასავლურ პრესაში. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთში მოპოვებული წარმატებების შემდეგ, ეს უკვე აღარაა აქტუალური. ჩვენმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მკაფიოდ განსაზღვრა ის პირობები, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება რუსეთთან რაიმეს შესახებ ლაპარაკი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ზიანის ანაზღაურება, ომის დამნაშავეთა დასჯა და მტკიცე გარანტიები, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ჩვენი მოკავშირეების ელექტორული ციკლი, ისე ოკუპანტის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ამის გამო არ იცვლება. უკრაინა მაშინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როდესაც ჩვენი პირობები შესრულებული იქნება“. три ამასთან, უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერი აცხადებს, რომ ახლა რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასაც უკრაინელები მას არ მისცემენ. ხერსონი რამდენიმე თვე ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად.“ ...
წყარო

Maka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Leluka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Leka

თბილისი
  • 9 დღის წინ
  • VIP

Lana

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Natka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 13 საათის წინ

Domina elenica

თბილისი
  • 14 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 27 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Deko

თბილისი
  • 2 საათის წინ