ნატა ფერაძე ავტომობილის დაზიანების საქმეზე: "პატრული გაქრა... მაგრამ არ შევეშვებით"

აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას მისი ავტომობილის დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ და ამბობს, რომ გამოძიება საქმეს აჭიანურებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა თანხაზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების „მშობლებმა შესთავაზეს“, მას სამართალდამცავები აღარ დაჰკავშირებიან და აღარ აწოდებენ ინფორმაციას ავტომობილის დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ: „მას მერე, რაც არ დავთანხმდი "ბავშვებისგან", კი არა და მათი "კაი მშობლებისგან" ფულის აღებას კანონიერი და კუთვნილი პროცედურების გარეშე, რაც მოიაზრებს ჩემს დაზარალებულად ცნობას, რის მერეც გვექნება წვდომა საქმის მასალაზე და შევიტყობთ "ბავშვიკების" ვინაობას და მოტივს, პატრული უბრალოდ გაქრა. აორთქლდა. წერილობით მივმართავთ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და მე, არ შევეშვებით“. три როგორც ნატა ფერაძის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, 14 ნოემბერს ის წერილობით მოითხოვს გამოძიებისგან ნატა ფერაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას: „რამდენიმე დღის წინ დაგვიბარა გამომძიებელმა და გვითხრა, „ბავშვებს“ „კარგი მშობლები“ აღმოაჩნდა და მზად არიან ზიანი აანაზღაურონო და ნატა ფერაძეს სთხოვეს დაეწერა, რომ ის თანახმა იყო ზიანის ანაზღაურებაზე და რომ მათ მიმართ პრეტენზია აღარ ექნებოდა. ჩვენ ამის შესახებ უარი განვაცხადეთ, რადგან პირველ რიგში, ნატა ფერაძემ უნდა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი და მოვითხოვეთ კონკრეტულად იმ გამომძიებელთან შეხვედრა, რომელმაც დაიწყო საქმეზე გამოძიება. გამომძიებელმა გვითხრა, რომ ნატა ფერაძეს დაზარალებულად ცნობდა და ამის შემდეგ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება, დავთანხმდებოდით თუ არა ზარალის ანაზღაურების პროცედურას, რაზეც ვუპასუხეთ, რომ პირველ რიგში, ნატა ფერაძე აუცილებლად უნდა იქნას დაზარალებულად ცნობილი, ხოლო იმ ორ პირს, ვინც ავტომობილი დააზიანა, ბრალი უნდა წაუყენონ. ჩვენ გასულ კვირაში ველოდებოდით, რომ ნატა ფერაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებოდა, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება. ამიტომ იძულებული ვარ, რომ ორშაბათს წერილობით მოვითხოვო დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. გამოძიებისთვის ცნობილია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც მანქანა დააზიანეს. მას შემდეგ, რაც მოგვენიჭება დაზარალებულის სტატუსი და გადმოგვეცემა საქმის მასალები, ამის შემდეგ ჩვენთვისაც გახდება ცნობილი მათი ვინაობა“. საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/32101702.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/32101702.html?type=video") 22 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძ...
წყარო

Anita

თბილისი
  • 20 დღის წინ

Анастасия

თბილისი
  • 10 საათის წინ

Sopio

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tatia

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lusi22

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 13 დღის წინ

Deniz

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Lika

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Linda

თბილისი
  • 7 თვის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 23 დღის წინ
  • VIP

Taso transi

თბილისი
  • 11 საათის წინ