„ვაგნერის“ წევრებმა სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს უკრაინის მხარეს ტყვედ მოხვედრილი თავიანთი წევრი

Telegram-ის არხებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გადაღებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ დაქირავებული წევრის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯა. ნუჟინი უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ვიდეოს კომენტარში ნათქვამია, რომ „მოღალატე დაისაჯა“. ევგენი ნუჟინი უკრაინასთან ომში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც „ვაგნერმა“ გადაიბირა რუსეთის ციხეში, სადაც ის სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. სექტემბრის დასაწყისში იგი ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ნუჟინმა ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტ იური ბუტუსოვს, სადაც გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა და ომი უკრაინაში. ნუჟინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ რიგებში მოხვედრა ზუსტად იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მალე ტყვედ ჩავარდნილიყო და ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გაეგრძელებინა. ომის დასრულების შემდეგ მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დარჩებოდა, სადაც მისი ნათესავები - მისი და და ბიძა ცხოვრობენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ნუჟინი ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ის იმყოფებოდა კიევში, საიდანაც 11 ნოემბერს გაიტაცეს და გონს მოეგო სარდაფში, სადაც შეიტყო, რომ „გაასამართლებდნენ“. ამის შემდეგ მას თავში ურტყამენ უროს. „ვაგნერის“ დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის სახელით მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა კომენტარი: "მირჩევნია თეატრში ვუყურო ასეთ ამბავს. რაც შეეხება დასჯილს, ნათლად ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ პოვა, შეხვდა არაკეთილ, მაგრამ სამართლიან ადამიანებს. ამ ფილმს დავარქმევდი "ძაღლს - ძაღლური სიკვდილი". შესანიშნავი რეჟისორული ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. იმედი მაქვს, გადაღების დროს არცერთი ცხოველი არ დაშავებულა“. ოფიციალურად, ნუჟინის გარდაცვალება დადასტურებული არ არის, სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. კორუფციისა და წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კომიტეტმა (Gulagu.net) მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აეხსნა, თუ როგორ შეიძლებოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ტყვედ მყოფი ნუჟინის გატაცება. გამოცემა სოტა განმარტავს, რომ უროს ჩარტყმით მკვლელობა „ვაგნერის“ ერთგვარ დამახასიათებელ ნიშნად იქცა სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროიდან. „ვაგნერი“ რუსეთის არაოფიციალური შეიარაღებული გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სტრუქტურების ბალანსზე არ იმყოფება და არ არის რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი. ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობს სირიაში, ასე უკრაინში და სხვაგან. მისი ერთ-ერთი დამაარსებელია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და რამდენიმე მარცხის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, პრიგოჟინმა დაიწყო რუსეთის საპატიმროებში მყოფი ტუსაღების გადაბირება და „ვაგნერის“ რიგებში უკრ...
წყარო

Monika

ბათუმი
  • 17 საათის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Gvanca.

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Renna transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tamotamusia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 6 თვის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 15 თვის წინ

Megi varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

ტატა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 18 დღის წინ

Ani

ქუთაისი
  • 6 თვის წინ