ხერსონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მიმდინარეობს განაღმვა

ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ეს რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი დამარცხებაა ომის დაწყების შემდეგ. თუმცა, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქსა და მის შემოგარენში, კვლავაც მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებსა და ტერიტორიის განაღმვას იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკანდახევისას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს. საოლქო საბჭოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იული სობოლევსკიმ განაცხადა, რომ სახლების დიდი ნაწილი კვლავაც ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა, გაზის მიწოდება გართულებულია, მობილური კავშირი - შეფერხებული. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ხერსონის მახლობლად, ჩერნობაევკაში მდებარე აეროპორტი, რომელიც რუსული ჯარების ბაზად გამოიყენებოდა და რომელზეც უკრაინულმა ძალებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში. დრონით გადაღებულ ვიდეოზე ჩანს განადგურებული სამხედრო ტექნიკა. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ნოვა-კახოვკიდან 50 კმ-ში, რუსულ სამხედრო ბაზაზე იერიში ღამით მიიტანა უკრაინის არმიამ. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა თქვა, რომ იყო "ძლიერი დეტონაცია" და დააზუსტა, რომ რუს სამხედროებს ბაზიდან ტექნიკა გააქვთ. ამასობაში, უკრაინულმა სარკინიგზო კომპანიამ, "უკრზალიზნიციამ", 13 ნოემბერს დაიწყო ბილეთების გაყიდვა კიევიდან ხერსონის, მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკისა და სიმფეროპოლის მიმართულებებით. აქციას ჯერჯერობით სიმბოლური დანიშნულება აქვს: კომპანიის ცნობით, ახლა შესაძლებელია ბილეთების შეძენა და მათი შენახვა უკრაინის გამარჯვებისადმი რწმენის ნიშნად, თუმცა, როგორც კი სარკინიგზო კავშირები აღდგება, მყიდველებს შეეძლებათ თავიანთი ბილეთებით სარგებლობა. "უკრზალიზნიციას" ცნობით, მატარებლები ხერსონში უკვე უახლოეს კვირებში გაემგზავრებიან - როგორც კი დასრულდება დაზიანებული ტერიტორიების აღდგენისა და განაღმვის სამუშაოები. მარიუპოლი, დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება ისევე, როგორც ანექსირებული ყირიმი. 9 ნოემბერს უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ხერსონსა და მისი შემოგარენიდან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ჯარების გაყვანა შესთავაზა - როგორც თავად ახსნა, მომარაგების სირთულეების გამო და სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. მინისტრი დათანხმდა. 11 ნოემბერს უკრაინული არმიის პირველი ნაწილები ხერსონში შევიდნენ. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • 100%

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Diana

ბათუმი
  • 37 წუთის წინ

Bela

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 13 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 8 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 11 თვის წინ

Megi

თბილისი
  • 25 დღის წინ
  • VIP

Lina

თბილისი
  • 13 საათის წინ

Renna transi

თბილისი
  • 1 დღის წინ