ყირიმის ზოოპარკის დირექტორმა ხერსონიდან ენოტი, ლამა და ვირი გამოიყვანა

ანექსირებულ ყირიმში „ტაიგანის“ ლომების პარკის მფლობელმა, ბიზნესმენმა ოლეგ ზუბკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ხერსონის ზოოპარკიდან ცხოველები გამოჰყავს მანამ, სანამ რუსული ჯარები ქალაქს დატოვებდნენ. ზუბკოვის მიერ ხერსონის ზოოპარკიდან წაყვანილ ცხოველებს შორის არის ენოტი. გამოქვეყნებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ აჰყავს ბიზნესმენს ცხოველი კუდით თავდაყირა და ათავსებს გალიაში. ამან მიიპყრო The Insider-ის ყურადღება. ამავე ვიდეოში ზუბკოვს თვითონ გაჰყავს ლამა და ვირი ზოოპარკიდან. ვიდეო ასეა დასათაურებული: "ოლეგ ზუბკოვი შიშველი ხელებით იჭერს ენოტებს." ხერსონის ზოოპარკის ენოტის ბედით დაინტერესდა ინტერნეტის მრავალი მომხმარებელი, განსაკუთრებით უკრაინიდან. რუსი სამხედრო კორესპონდენტი, ასევე ცნობილი პოეტი ანა დოლგარეევა ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევის შესახებ პოსტში წერდა: ”ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ჩემმა მეგობარმა მოახერხა ენოტის მოპარვა ხერსონის ზოოპარკიდან.” ჩანაწერმა მრავალი ხუმრობა გამოიწვია. ამასთან, გაუგებარია, „მეგობარში“ მან ზუბკოვი იგულისხმა, თუ საუბარი იყო სხვა ენოტზე. ხერსონის ზოოპარკიდან ცხოველების გაყვანის აუცილებლობა თავად ზუბკოვმა დაასაბუთა მათი „გადარჩენის“ სურვილით - უკრაინის შესაძლო შეტევისა და დაბომბვის მოლოდინში. რუსული მედია ასევე ამტკიცებდა, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის დანგრევის შემთხვევაში, ზოოპარკის ტერიტორია დაიტბორება. ზუბკოვის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ზოოპარკიდან ყველა ცხოველი არ გაუყვანიათ. იგი ამბობდა, რომ ცხოველებს საკუთარი ხარჯებით მოუვლიდა. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/kzTO1fNs0sM?&start=1033&&fs=1&enablejsapi=1") ოლეგ ზუბკოვი რუსეთში წინასწარი პატიმრობიდან მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს გათავისუფლდა. სასამართლომ მას სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი იმგვარი მომსახურების შეთავაზების გამო გამოუტანა, რომელიც არ აკმაყოფილებდა მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ამურის ვეფხვმა ერთი წლის ბავშვს ხელი დაუზიანა ტაიგანის პარკში. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ყირიმში გააუქმა ზუბკოვისთვის დაკისრებული პატიმრობა და გაათავისუფლა იგი საქმის განხილვამდე. 2014 წელს ზუბკოვმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მაგრამ შემდეგ კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან. ყირიმის ანექსიის წლებში ზუბკოვი მონაწილეობდა 500-ზე მეტ სასამართლო სხდომაში, რომლებიც უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლების მიერ გამოტანილ მრავალრიცხოვან ჯარიმებსა და ბრალდებებს. ...
წყარო

აბასთუმანი
  • 3 თვის წინ

Nanka

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 21 დღის წინ

Anii

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თელავი
  • 15 თვის წინ

transi anastasia

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Vika

ქუთაისი
  • 32 წუთის წინ

Ana

თბილისი
  • 15 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 9 თვის წინ