პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტუდენტების დემობილიზაციის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა იმ სტუდენტების დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც უკრაინასთან ომისთვის იყვნენ მობილიზებული თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. ხელისუფლებების მიერ. ამის შესახებ კვირას განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, რაიმე შესაბამისი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. პესკოვის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სახალხო მილიციის ძალები ახლა ინტეგრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, სადაც სტუდენტების გაწვევა არ ხდება. ამიტომ პუტინმა განკარგულება გასცა სტუდენტების სასწავლო ადგილებზე დაბრუნების შესახებ. ამასთანავე, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობებში კვლავაც ფიგურირებს სიტყვათშეთანხმება "მოკავშირე ძალები". ის ომის პირველ დღეებში შეიქმნა რუსეთის არმიისა და მისი "მოკავშირე" ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღსანიშნავად, რომელთაც რუსული ხელისუფლება მაშინ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიქვამდა. ოქტომბრის დასაწყისში მოხდა კრემლის მიერ მათი ოფიციალური ანექსია. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტებმა, რომელთაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. იგი ათობით ათას ადამიანს შეეხო, მათ შორის მათაც, ვისაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. მრავალრიცხოვანი ცნობების მიხედვით, მობილიზებულებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური მონაცემებით, მოკლულია ათასობით ადამიანი. რუსეთში 21 სექტემბერს ასევე გამოაცხადეს მობილიზაცია და მას ნაწილობრივი უწოდეს. დასწრებული სწავლების სტუდენტებს მობილიზაციისგან გადავადების უფლება მისცეს. ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლებამ "სამობილიზაციო ღონისძიებების" დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა თავად მობილიზაციის შესახებ დადგენილება არ გაუქმებულა. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Dinara

ბათუმი
  • 3 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 25 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Kesi mulatka

თბილისი
  • 7 დღის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 15 თვის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 10 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Alexandra

თბილისი
  • საიტზეა