„ვაგნერის“ წევრებმა, სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს უკრაინის მხარეს ტყვედ მოხვედრილი თავიანთი წევრი

Telegram-ის არხებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გადაღებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“, დაქირავებული წევრის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯა. ნუჟინი უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ვიდეოს კომენტარში ნათქვამია, რომ „მოღალატე დაისაჯა“. ევგენი ნუჟინი უკრაინასთან ომში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც „ვაგნერმა“ გადაიბირა რუსეთის ციხეში, სადაც ის სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. ნუჟინი უკრაინელებს სექტემბრის დასაწყისში ჩაუვარდა ტყვედ. მან ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტ იური ბუტუსოვს, რომელშიც გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა და ომი უკრაინაში. ნუჟინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ რიგებში მოხვედრა ზუსტად იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ, რაც შეიძლება მალე, ტყვედ ჩავარდნილიყო და ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გაეგრძელებინა. ომის დასრულების შემდეგ, მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დარჩებოდა, სადაც მისი ნათესავები - და და ბიძა ცხოვრობენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ნუჟინი ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ იმყოფებოდა კიევში, საიდანაც 11 ნოემბერს გაიტაცეს და გონს მოეგო სარდაფში, სადაც შეიტყო, რომ „გაასამართლებდნენ“. ამის შემდეგ მას თავში ურტყამენ უროს. „ვაგნერის“ დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის სახელით მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა კომენტარი: "მირჩევნია, თეატრში ვუყურო ასეთ ამბავს. რაც შეეხება დასჯილს, ნათლად ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ პოვა, შეხვდა არაკეთილ, მაგრამ სამართლიან ადამიანებს. ამ ფილმს დავარქმევდი "ძაღლს - ძაღლური სიკვდილი". შესანიშნავი რეჟისორული ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. იმედი მაქვს, გადაღების დროს არცერთი ცხოველი არ დაშავებულა“. ოფიციალურად, ნუჟინის გარდაცვალება დადასტურებული არ არის, სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. კორუფციისა და წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კომიტეტმა (Gulagu.net) მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აეხსნა, როგორ შეიძლებოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ტყვედ მყოფი ნუჟინის გატაცება. გამოცემა "სოტა" განმარტავს, რომ უროს ჩარტყმით მკვლელობა „ვაგნერის“ ერთგვარ დამახასიათებელ ნიშნად იქცა, სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროიდან. „ვაგნერი“ რუსეთის არაოფიციალური შეიარაღებული გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სტრუქტურების ბალანსზე არ იმყოფება და არ არის რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი. ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობს სირიაში, ასე უკრაინაში და სხვაგან. მისი ერთ-ერთი დამაარსებელია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და რამდენიმე მარცხის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, პრიგოჟინმა დაიწყო რუსეთის საპატიმროებში მყოფი პატიმრების გადაბირება და „ვაგნერის“ ...
წყარო

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Mira

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Teona

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilia

თბილისი
  • 2 თვის წინ

Aisha

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Tatia

თბილისი
  • 14 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Salima

თბილისი
  • საიტზეა