მუმლაძე: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი მთელი საქართველოს მასშტაბით

არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, აუცილებელია, შეიცვალოს "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი ნიკა მელია და პარტია გახდეს უფრო აქტიური, "აქციების ფლაგმანი". ამის შესახებ მან პარლამენტის წინ განაცხადა, სადაც მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა. "დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს. მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ამის რეცეპტია ყველაზე დიდ პარტიაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები - შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა უძრაობამდე. ჩვენი მიზანია, ეს პარტია გახდეს აქტიური, გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე", - თქვა მუმლაძემ. 11 ნოემბერს გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ სურს გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. რამდენიმე კვირის წინ მან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ძალადობაში დაადანაშაულა. "წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა ჩვენზე, იმ ხალხმა, ვის გამოც თავი გამიწირია - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმს ველოდებოდი, არჩევნებზე ხმებს ვიცავდი, საპატიმროში დღეები გამიტარებია - ეს ადამიანები ჩემს ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ. ნიკა მელია თავის ხელქვეითებს მიუთითებდა, რომ უფრო მეტად ვეცემეთ", - უთხრა 26 სექტემბერს გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას. ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს ამავე პარტიის წევრ გიორგი ჩალაძესაც. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა. იმავე საღამოს ბრიფინგი ჩაატარა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია". "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე ნახეთ არჩევნები ყველას უნდა - წავა თუ დარჩება მელია? ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 13 თვის წინ
  • 100%

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

Sopio

თბილისი
  • 1 საათის წინ

ელის

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lora

თბილისი
  • 10 დღის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 10 დღის წინ
  • VIP

Ele

თბილისი
  • 14 წუთის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Damachka

თბილისი
  • 10 წუთის წინ