გია ხუხაშვილი: …ზოგიერთი ყავას უდუღებდა სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, ზოგი კიდევ მშვენივრად იყო ინტეგრირებული იმჟამინდელ სისტემაში

8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ოდნავ შერბილებულია. კერძოდ, მასში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად აღარ არის მოხსენიებული და არც სანქციებზეა ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. დეოლიგარქიზაციის ქვეთავში ლაპარაკია კერძო ინტერესების გადაჭარბებულ ზეგავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან: – თუ დეტალებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და მთელ სურათს შევხედავთ, სამწუხაროდ, საქმე მაინც ევროპასთან ურთიერთობის განვითარების ნეგატიურ ტენდენციასთან გვაქვს. ჯერ ეს მხოლოდ ტენდენციაა და პროცესს არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი. იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და პოზიტიური დღის წესრიგისკენ წავიდეს, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამისთვის შესასრულებელია ის პირობები, რომლებიც დათქმულია და რომელთა შესრულების ვალდებულებაც ვიკისრეთ. ამასთანავე, ამ ურთულეს პერიოდში უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკის ევროპულ პოლიტიკასთან სინქრონიზაცია. თავი რომ დავანებოთ ფასეულობით არჩევანსა და თამაშის წესებს, ყოველივე ამას აქვს სხვა დამატებითი განზომილებაც: მიმდინარეობს გლობალური ომი, ფრონტის ხაზი გავლებულია, ევროპა ატარებს კოორდინირებულ პოლიტიკას ამ ომში და შესაბამისად, სურს ჩვენ გვიხილოს მოკავშირედ და არა გაუგებარ მოთამაშედ, რის დემონსტრირებასაც საქართველო ახდენს. მოკლედ, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკაში სისტემური პრობლემებია, პრობლემა კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია. ბუნებრივია, ევროპას არ სურს ჩვენი დაკარგვა და სიფრთხილის ელემენტებიც ჩანს მათ მიდგომაში, რისი მაგალითიც ამ ანგარიშის შედარებით შერბილებული კილოა. ისინი არ არიან კატეგორიული, რადგან ეშინიათ, თუ ძალიან მკაცრად მოგვექცევიან, ჩვენს ხელისუფლებას შეიძლება მეტად უბიძგონ მოწინააღმდეგის ბანაკისკენ. “ქართული ოცნება” მათ სიფრთხილეს ხშირად ძალიან ბოროტად იყენებს. მიაჩნიათ, რომ ეს არის ვითარება, როდესაც შეუძლიათ ამგვარად ელაპარაკონ ევროპას – კი, მე ცუდი ტიპი ვარ, მაგრამ ასეთად უნდა მიმიღო, თუ არადა, სხვაგან წავალო. ეს მთელ მათ მოქმედებებს, ანტიდასავლური ნარატივის ფორმირების ცდას, ლაიტმოტივად გასდევს. შედეგიც მიიღეს. ფაქტობრივად, დასავლეთს დააბრალეს, რომ მას საქართველოს ომში ჩათრევა სურდა და ჩვენი საზოგადოების ნაწილსაც დააჯერეს ეს პრ...
წყარო

ната nuru массаж

თბილისი
  • 9 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 18 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 17 საათის წინ

ნ უ ც ი

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Kylie

თბილისი
  • 2 დღის წინ

Alivia

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Katrin

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nata❤

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 30 თვის წინ

Nuci

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekyna

თბილისი
  • 29 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ