შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ გარეშე პარლამენტი ომბუდსმენს ვერ ირჩევს, ამიტომ ჩვენი პოზიცია ანგარიშგასაწევია

არავის უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი, თითქოს ოპოზიციას სახალხო დამცველის კანდიდატი უნდა ჰყავდეს და „ქართული ოცნება“ აიძულოს ამ კანდიდატს დაეთანხმოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ცალკე ვერცერთი ფრაქცია ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, მაგრამ ამავე დროს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახალხო დამცველის კანდიდატების არჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. „რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, ყველა ვთანხმდებით, რომ აქამდე პროცესი რაც მიდიოდა, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. არცერთი კითხვის ნიშანი მე პირადად არ მსმენია პროცესის გამჭვირვალობაზე, ობიექტურობაზე, თანასწორ წვდომაზე. კანდიდატები იქნებოდნენ თუ სხვადასხვა აქტორები, ვისაც უნდოდა კითხვა დაესვა და გამოეკითხა კანდიდატები, აქამდე რაც იყო პროცესი, ვფიქრობ, არ არსებობს არცერთი კითხვის ნიშანი. გვყავს კანდიდატები, რომელთა მოსაზრებებსაც მთელმა საქართველომ მოუსმინა. ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეთანხმება, იმისთვის, რომ მიღწეული იქნას შესაბამისი უმრავლესობა. აქ უკვე ყველა პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობა არის, რომ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ. გუშინ ბიუროზე ვთქვი და ახლაც კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ – მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თავად არ ასახელებს კანდიდატებს, მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში, ეს იყოს თანაბრად მისაღები კანდიდატი და ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ მართალია, ცალკე ვერც ერთი ფრაქცია ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, მაგრამ ამავე დროს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აირჩევს. ამიტომ „ქართული ოცნება“ იქიდან გამომდინარე, რომ არის საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად, აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია „ქართული ოცნების“ პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის მარტივი, რომ უნდა იყოს თანაბრად მისაღები, რადიკალური პოლუსებიდან არ უნდა ამოვდიოდეთ, მითუმეტეს თავიდანვე ვამბობდით, არავის უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი, როდესაც თითქოს ოპოზიციას უნდა ჰყავდეს კანდიდატი და „ქართული ოცნება“ აიძულოს ამ კანდიდატს დაეთანხმოს. თანხმობისკენ უნდა გადადგას ყველამ ნაბიჯი, უნდა იყოს შეძლებისდაგვარად თანაბრად მისაღები ყველასთვის და თუკი აქედან ამოვა ყველა, ძალიან ადვილი იქნება შეთანხმება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმესთვის ეს პროცესი არის ფარსი და „ფასადურად“ იღებს მონაწილეობას და იგ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marisha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sabrina

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 15 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 15 დღის წინ
  • VIP

Tifany

თბილისი
  • 20 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 22 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 15 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 21 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 10 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ