აშშ-მა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთს ეხმარება იარაღის ტექნოლოგიების მოპოვებაში

აშშ-მა სანქციები დაუწესა უწყებების და ინდივიდების ქსელს, რომელიც, მისი თქმით, მონაწილეობს რუსეთისთვის იარაღის ტექნოლოგიების მიწოდების პროცესში, უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომისთვის. ფინანსთა სამინისტრო 14 ნოემბრის განცხადებაში წერს, რომ სანქციები შეეხო "ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლის მიერ მოპოვებული ტექნოლოგია ეხმარება რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს". ამასთან, სამინისტრომ გამოყო გლობალური ქსელი ფინანსური თანაშემწეებისა და სხვა ძალებისა, რომლებიც ასოცირებულნი არიან კრემლთან დაკავშირებულ და დასავლეთში ქონების მქონე ორ ელიტასთან. საერთო ჯამში, ზომები შეეხო 14 ინდივიდს და 28 უწყებას, ხოლო რვა თვითმფრინავი მიჩნეულ იქნა ბლოკირებულ ქონებად. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რუსეთის მსხვილ სამხედრო-სამრეწველო ფირმებს და ნაბიჯები გადადგა იმ მიზნით, რომ შეწყდეს აშშ-ში დამზადებული კომპონენტების და ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტი. ამან კრემლი იძულებული გახადა, სამხედრო მიმწოდებლები სხვა ადგილებში, მათ შორის ირანში მოეძებნა - ირანი მოსკოვს აწვდის დრონებს, რომლებსაც, გავრცელებული ცნობებით, რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ბოლო კვირებში წარმოებული საჰაერო იერიშებისას. "აშშ გააგრძელებს კრემლის სამხედრო მომარაგების ჯაჭვების გამოაშკარავებას და გაწყვეტას, და რუსეთს არ მისცემს აღჭურვილობას და ტექნოლოგიას, რომლებიც მას სჭირდება უკრაინაში თავისი უკანონო ომის წარმოებისთვის", - ამბობს ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი გავრცელებულ განცხადებაში. ...
წყარო

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Emilia

თბილისი
  • 17 დღის წინ
  • VIP

Nia

თბილისი
  • 3 საათის წინ

Salo

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Viki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Настя

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ariana

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 22 დღის წინ

Mira

ბათუმი
  • 1 საათის წინ