გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის რეპარაციის დაკისრებას უკრაინასთან მიმართებით

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია რუსეთის ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებაზე, უკრაინაში შეჭრით საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის - მათ შორის რეპარაციის გადახდით იმ ფართომასშტაბიანი ზიანისთვის, რომელიც ქვეყანას და უკრაინელ ხალხს მიადგა. 193-წევრიან ასამბლეაში კენჭისყრის შედეგები იყო 94-14-ზე, თავი შეიკავა 73-მა ქვეყანამ. ეს მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინასთან დაკავშირებულ იმ ხუთ რეზოლუციას შორის, რომლებიც გენერალურმა ასამბლეამ მიიღო თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს შორისაა. პოზიციის დაკავებისგან თავი შეიკავა სომხეთმა, აზერბაიჯანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რეზოლუციაში საუბარია საჭიროებაზე, შეიქმნას "საერთაშორისო სარეპარაციო მექანიზმი ზიანის, დანაკარგის ან [სხეულის] დაზიანებისთვის", რომლებსაც იწვევს რუსეთის "არამართებული ქმედებები" უკრაინაში. რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია წინადადება, რომ ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა, უკრაინასთან თანამშრომლობით, უნდა შექმნან "საერთაშორისო ბაზა", რომლითაც აღირიცხება განაცხადები და ცნობები უკრაინის მიერ განცდილი ზიანის შესახებ. კენჭისყრამდე, გაეროში უკრაინის ელჩმა სერჰი კისლიტსიამ ასამბლეას უთხრა, რომ "რუსეთი ყველანაირად შეეცადა უკრაინის განადგურებას - ძალიან პირდაპირი მნიშვნელობით", და რომ "დროა, დადგეს რუსეთის ანგარიშვალდებულების საკითხი". გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ასამბლეის წევრებს მოუწოდა, ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მიეცათ და დოკუმენტს უწოდა "ისეთი რაღაცის დაკანონების მცდელობა, რისი დაკანონებაც, საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან, შეუძლებელია". გაეროს 15-წევრიან უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ ვეტოს უფლების ფლობამ, გაეროს ამ ყველაზე გავლენიანი ორგანოსთვის შეუძლებელი გახადა ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. მაგრამ ვეტოები არ მოქმედებს გენერალურ ასამბლეაზე, რომელმაც აქამდე რუსეთის მიმართ კრიტიკული ოთხი რეზოლუცია მიიღო. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის რეზოლუციები სავალდებულო არ არის, თუმცა ისინი ასახავს მსოფლიოში არსებულ შეხედულებებს. ...
წყარო
  • VIP

Tako

ბათუმი
  • 2 წუთის წინ

Annaa

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Tifany

თბილისი
  • 14 საათის წინ

Ekako

თბილისი
  • 3 დღის წინ

Aisha

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Maia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • VIP

Nuki

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • VIP

Milana

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Taaakooo

თბილისი
  • 22 საათის წინ

Irinka

თბილისი
  • 1 დღის წინ