გენერალი ზალუჟნი: უკრაინელი სამხედროები არ დათანხმდებიან რუსეთთან კომპრომისს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან. 14 ნოემბერს, გვიან ღამით, გენერალმა ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის, რომელსაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ, სანამ ძალა ეყოფათ. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მათი მიზანია რუსული ოკუპაციისგან მთელი უკრაინის გათავისუფლება და ამ გზაზე არანაირი პირობით არ გაჩერდებიან. „უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. პირობა მოლაპარაკებისთვის ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“, - წერს გენერალი ზალუჟნი ტელეგრამ-არხზე. ასევე ნახეთ აშშ პირადად სთხოვს უკრაინას, აჩვენოს რუსეთს, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის - Washington Post-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, გენერალ მილის გააცნო ოპერატიული ვითარება და უკრაინის თავდაცვის ძალების უპირველესი საჭიროებები. გენერალ ზალუჟნის შეფასებით, ფრონტზე სტაბილური და კონტროლირებული სიტუაციაა. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 11 დღის წინ

Lara

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nati

თბილისი
  • 2 საათის წინ

Taso

ბათუმი
  • 17 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Alina

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 3 საათის წინ