ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა რუსეთის დამანგრეველი ომის დასრულებისკენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისკენ. ზელენსკიმ დღეს ონლაინ მიმართა „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დადგა დრო, როცა რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს, ეს შესაძლებელია და გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც მას ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმებას მალევე დაარღვევს და ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალ სერიას დაიწყებს. „არ ღირს, უკრაინას შესთავაზონ კომპრომისები თავის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიებთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიოს ეს ნანახი აქვს. თუ რუსეთი ამბობს, რომ თითქოს, ომის დასრულება სურს, ეს მოქმედებებით უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. три ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დღეს, 15 ნოემბერს გაიხსნა „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა 2-დღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში. სამიტისადმი დღევანდელი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა "დიდი ოცეული" არაერთხელ მოიხსენია G19-ად, რითიც ხაზი გაუსვა კიევის პოზიციას, რომ რუსეთის ადგილი ამ გაერთიანებაში აღარ არის. სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 ნოემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გარემოებების კარნახით პრიორიტეტულია პრეზიდენტის ყოფნა რუსეთის ფედერაციაში". პესკოვს "გარემოებები" არ დაუკონკრეტებია. ასევე ნახეთ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტში მონაწილეობას არც ონლაინ მიიღებს ეკონომიკურად წამყვანი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების, G20-ის შემადგენლობაში...
წყარო

Nata❤

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 30 თვის წინ

Anuki

რუსთავი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 25 თვის წინ

Milena

თბილისი
  • 14 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ninaka

თელავი
  • 15 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 28 დღის წინ