მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს მიაღწია. ზრდის დაახლოებით 70% მოდის დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. დედამიწაზე მცხოვრებთა 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდას დაახლოებით 12 წელი დასჭირდა. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს დაახლოებით 15 წლის შემდეგ, 2037 წლისთვის, რაც ადასტურებს ზრდის ზოგადი ტემპის კიდევ უფრო შემცირებას. მომდევნო ერთი მილიარდით მატებაში 90%-იანი წილი ისევ დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ექნებათ. три გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა პიკს, დაახლოებით 10.4 მილიარდს, 2080-იანი წლებისთვის მიაღწევს და ამ დონეზე დარჩება 2100 წლამდე. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ 15 ნოემბერი დიდი დღეა - მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია და ეს არის გარდამტეხი ეტაპი კაცობრიობის ისტორიაში, რომელზე დაფიქრებაც გვმართებს: "მხოლოდ ციფრები არაფერია, თუ რეალურ გამოწვევებს არ ჩავუღრმავდებით. უნდა შევქმნათ მსოფლიო, სადაც 8 მილიარდი მოსახლისთვის ხარისხიანი ცხოვრებაა უზრუნველყოფილი. არც ერთი დემოგრაფიული პროცესი არ არის სრულად კარგი ან ცუდი. მდგრადი განვითარებისთვის გადამწყვეტია დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობა". გაეროს მოსახლეობის ფონდი ხაზს უსვამს, რომ დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ქალებისა და გოგონების რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვას. ...
წყარო

Larachka

რუსთავი
  • 1 საათის წინ

Myla

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Teona

ბათუმი
  • 33 წუთის წინ
  • VIP

Liza

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 14 საათის წინ

აბასთუმანი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilia

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 25 თვის წინ
  • VIP

Gvanca.

ბათუმი
  • 11 საათის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 საათის წინ