სუსი: დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. ამ საქმეზე საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები რამდენიმე დღის წინ დააკავეს. "გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", - აცხადებენ სუსში. საგამოძიებო უწყება დანაშაულის ქრონოლოგიას ასე აღწერეს: საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ისრაელის მოქალაქის მოკვლა; პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია ისრაელის მოქალაქის შესახებ - "მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები"; იარაღის მიწოდების ნაწილში ჩაერთო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი; კვალის დასაფარად, ჯგუფის წევრები ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებოდნენ - ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილ სამალავებში. "საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება", - აღნიშნეს საგამოძიებო უწყებაში. ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 5 თვის წინ

❤❤❤e v a❤❤❤

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 25 თვის წინ

Katis

თბილისი
  • 4 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 26 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 4 დღის წინ

❤️nina❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

ვერონიკა

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Natali ❤️

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

Lela leluka

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 5 თვის წინ