IAEA ექსპერტებს გაგზავნის უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(IAEA) უახლოეს კვირებში ბირთვული უსაფრთხოების მისიას გაგზავნის უკრაინის სამ - იუჟნოუკრაინსკის, ხმელნიცკის და როვნოს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის დახურულ ატომურ სადგურზე. საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ექსპერტების გაგზავნა უკრაინამ ითხოვა. გროსის თანახმად, თავდაპირველად თითოეული მისია დაახლოებით ერთ კვირას გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მუდმივად იმყოფებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ნოემბრის დასაწყისში, სააგენტომ დაასრულა უკრაინის რამდენიმე ბირთვული ობიექტის შემოწმება. საერთაშორისო სააგენტოსგან ინსპექტირება უკრაინის მთავრობამ ითხოვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევი დაადანაშაულა „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების მცდელობაში. სააგენტოს ექსპერტებს უკრაინის ამ ობიექტებზე „ბინძური ბომბის“ შექმნის კვალი არ აღმოუჩენიათ. ასევე ნახეთ IAEA-ის ექსპერტებმა უკრაინაში "ბინძური ბომბის" კვალი ვერ აღმოაჩინეს - რაფაელ გროსი ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესაც ილაპარაკა "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტისადმი ონლაინ მიმართვისას. ზელენსკის განცხადებით, არავის აქვს უფლება მსოფლიო დააშანტაჟოს ბირთვული კატასტროფით. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აქცია რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ დროს აფეთქდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. კიევის წინადადებებს შორისაა რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ...
წყარო
  • VIP

Ele

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Sali

აბასთუმანი
  • 5 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Taso

ბათუმი
  • 17 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 15 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 26 თვის წინ

Rina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Irinkairka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 20 საათის წინ

Tamotamusia

თბილისი
  • 12 საათის წინ