თალიბანის ლიდერი მოსამართლეებს მოუწოდებს, კვლავ გამოიყენონ დამნაშავეების მიმართ გაროზგვა, ჩაქოლვა და კიდურების მოჭრა

თალიბების ლიდერმა, მოლა ჰაიბათულა ახუნზადამ უბრძანა მოსამართლეებს, რომ განაჩენის გამოტანის დროს იხელმძღვანელონ შარიათის კანონებით, რომლებიც საჯარო დასჯას, ქვით ჩაქოლვას, გაროზგვას და კიდურების მოჭრას ითვალისწინებს. The Guardian-ის ცნობით, ახუნზადამ დაავალა მოსამართლეებს, გულდასმით განიხილონ საქმეები, რომლებიც „ჰუდუდის“ და „ყისასის“ დანაშაულთა კატეგორიებს განეკუთვნება. ამის შესახებ თალიბების ლიდერმა 14 ნოემბერს თავის ტვიტერში დაწერა. „ჰუდუდის“ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება: მრუშობა, ალკოჰოლის გამოყენება, ქურდობა, გზატკეცილების ძარცვა, სჯულის გმობა და ამბოხი. „ყისასი“ ვრცელდება ძირითადად მძიმე დანაშაულებზე, როგორებიცაა მკვლელობა და სხეულის განზრახ დაზიანება. მსხვერპლის ნათესავებმა შეიძლება არჩიონ ფინანსური ანაზღაურებაც მკვლელისგან. ასევე ნახეთ შარიათის რომელ ვერსიას მისდევს თალიბანი? თალიბები, რბილი მმართველობის დაპირებების მიუხედავად, უბრუნდებიან იმ პრაქტიკას, რომელსაც 1996-2001 წლებში, ხელისუფლებაში პირველად მოსვლის შემდეგ მისდევდნენ, როდესაც ხალხის სასტიკი, საჯარო სიკვდილით დასჯა შემოიღეს. ქვეყნიდან ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის ფონზე, 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში თალიბებმა ელვისებური იერიშებით დაამყარეს კონტროლი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე, თითქმის უბრძოლველად აიღეს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. ხელისუფლებაში ძალის გამოყენებით დაბრუნების შემდეგ, თალიბებმა ავღანეთი გამოაცხადეს „ისლამურ საამიროდ“, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშ იმყოფება. იმავე წლის სექტემბრის დასაწყისში თალიბებმა ჩამოაყალიბეს ახალი მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც არ ცნობენ აშშ და დასავლეთის ქვეყნები. მანამდე ექსტრემისტები ავღანეთის ყოფილ ხელისუფლებასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე. მაგრამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბანმა განაცხადა, რომ არ საჭიროებს კოალიციას და თავად დააკომპლექტებს ხელისუფლებას. სახელმწიფოს უმაღლეს ხელმძღვანელად დასახელდა თალიბანის 60 წლის ლიდერი მოლა ჰაიბათულა ახუნზადა. ...
წყარო

Sofya

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • 100%

ალისია

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Marishka

თბილისი
  • 17 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 11 თვის წინ

Amina

ბათუმი
  • 19 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lara

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 15 თვის წინ