2012 წლამდე დიქტატურაში ვცხოვრობდით, ხელშესახები შედეგები EU-ს გზაზე ჩვენი დამსახურებაა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ხელშესახები შედეგები ქვეყნის ევროპულ გზაზე არის პარტია "ქართული ოცნების" დამსახურება. ამის შესახებ პრემიერმა ისაუბრა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. "ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურებაა - იქნებოდა ეს ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვუტანეთ და ეს არ იყო შემთხვევით. ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გაწია ბოლო 10 წლის განმავლობაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან გაიმეორა, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული და თაობების ოცნებაა, ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. "მე მინდა შეგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით პრაქტიკულად დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არანაირი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა - არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო, ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ", - თქვა მან. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა ძალიან მალე დასრულდება. მანვე ევროკომისარს უთხრა, რომ ამ პროცესში ჩართული არ არის ოპოზიცია. "აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის", - თქვა ღარიბაშვილმა. ამავე პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზეც და თქვა, რომ მთავარი ამოცანა არის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ქვეყნის გამთლიანება. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ...
წყარო

Niako niako

ქუთაისი
  • 19 დღის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 17 თვის წინ

Natia.p

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ani

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Aisha

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Maria♥️♥️♥️

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Tata

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Mari batumii

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Nanuka

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 12 დღის წინ