ვარჰეი: იმედი მაქვს, კარგი ამბები მექნება საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 15 ნოემბერს, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება არა მხოლოდ როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში, არამედ პირველადაა ჩამოსული გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატითაც. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში შეისმინეს საქართველოს გზავნილი, რომ ქვეყანას უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და სურს თქვას, რომ გაერთიანება მზადაა შეასრულოს ეს თხოვნა. "მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი. ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოში და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, - განაცხადა ევროკომისარმა. ასევე ნახეთ ევროკომისარი: ჩვენ არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი" მისი სიტყვებით, მომდევნო თვეებში საქართველოს მოუწვევს დიდი შრომა იმის საჩვენებლად, რომ მზად არის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ყველა მოქალაქე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისკენ. „დარწმუნებული ვარ, ისტორია არასოდეს იძლევა ერთსა და იმავე შანსს ორჯერ, ამ შესაძლებლობას უნდა ვტაცოთ ხელი, უნდა ვაქციოთ რეალობად", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მან ისაუბრა ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობის აუცილებლობაზე. კითხვაზე კი, ჩაეთვლება თუ არა საქართველოს რეკომენდაციები შესრულებულად, თუ პროცესში ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროცესში ინკლუზიურობა საკვანძო მნიშვნელობისაა. „დღეს მე ხმას მივაწვდენ...
წყარო

Nanuka

თბილისი
  • 16 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 17 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ina

ქუთაისი
  • 13 საათის წინ

ზიზი

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nata9

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Aziza batumi

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ