წელს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია 73%-ით გაიზარდა

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა იანვრიდან მოკიდებული დააფიქსირა ევროპაში 275 ათასზე მეტი არალეგალური შესვლა, რაც 73%-ით მეტია, ამავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელზე. Frontex-ის თანახმად, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ. ყველაზე ხშირად მიგრანტები არალეგალურად შედიან ევროპის კავშირში დასავლეთ ბალკანეთის გავლით. Frontex-ის მონაცემებით, 2022 წელს ეს მარშრუტი გამოიყენა 128 ათასზე მეტმა მიგრანტმა, ძირითადად ბურუნდიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან. ზოგი მათგანი თვითმფრინავით ჩადის სერბეთში, რომელიც არ შედის ევროპის კავშირში, და იქ რჩება. მოგვიანებით ისინი ევროზონის საზღვრებისკენ მიემართებიან. მიგრანტები ასევე ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გზით იტალიაში მოხვედრას და ამგვარად შესვლას ევროკავშირში. ამ მიმართულებაზე საზღვრის გადაკვეთის შემთხვევებმა 2022 წლის ათი თვის განმავლობაში 79 ათასს გადააჭარბა, იტყობინება Frontex-ი. ამასთან, არალეგალური მიგრაციის ინტენსივობა შესუსტდა ესპანეთის გავლით და სახმელეთო გზით - უკრაინისა და ბელარუსის გავლით. ევროკავშირის წევრებმა - პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ - ბელარუსთან საზღვრებზე კედელი ააშენეს არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად. ...
წყარო

Irinkaa

თბილისი
  • 18 დღის წინ

Ekako

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 12 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 26 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Анастасия

თბილისი
  • 23 საათის წინ

Tiko

თბილისი
  • 17 დღის წინ

სოფი

ქუთაისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Elene

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Frea

თბილისი
  • 6 თვის წინ