დე ფაქტო "კაგებე" ოქტომბერში დაკავებულების სტატისტიკას აქვეყნებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე, ე.წ სასაზღვრო ზონაში 28 "კანონდამრღვევი" დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ დე ფაქტო "კაგებეზე" დაყრდნობით ავრცელებს. „4 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, 24 – სასაზღვრო ზონის რეჟიმის“, - აღნიშნავენ "კაგებეში". დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა. „სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში ჩატარებული პროცედურული ღონისძიებების შედეგად განხორციელდა ადმინისტრაციული ღონისძიებები ახსნა-განმარტებით, რა დროსაც 18 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ორი პირი გააძევეს რესპუბლიკიდან. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია რვა პირი, შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ერთ პირთან მიმართებაში“, - ნათქვამია განცხადებაში. 10 ნოემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ბოლო ორ თვეში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს და ამჟამად ექვსივე თავისუფალია. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში კი სასჯელს საქართველოს 4 მოქალაქე იხდის, მათგან ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა. გარდა ამისა, დე ფაქტო "კაგებეს" ე.წ სასაზღვრო სამსახური ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სპეციალურ საშვებს, რომლებსაც ისინი გადასაადგილებლად იყენებენ, ვადა 30 ნოემბერს ეწურება და ამის შემდეგ ისინი ამ დოკუმენტით ვეღარ ისარგებლებენ. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყოველი თვის 20-იდან 30-მდე, ათდღიან პერიოდში, ოკუპირებული ახალგორის და პერევის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და უკან დაბრუნება ვადაგასული საშვებით შეეძლოთ. ამ ვადაგასულ საშვებს მოქმედების ვადა 30 ნოემბრამდე გაუგრძელეს. ...
წყარო

Taaakooo

თბილისი
  • 21 საათის წინ

Taso

ბათუმი
  • 17 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 29 დღის წინ

ზიზი

თბილისი
  • 13 საათის წინ

Taso batumi

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 17 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 11 საათის წინ