მიხეილ სააკაშვილი: რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია

ხერსონმა მოვლენები ძალიან დააჩქარა. რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია, – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. მისივე თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა. „ხერსონის ისტორიული გამარჯვების და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლების შემდეგ, ჩვენი არმია არ ჩერდება და უკვე მარცხენა ნაპირზე გადავიდა და გაათავისუფლა ქალაქები ოლეშკი და გოლა ფრისტანი. ასევე, სტრატეგიული კიმბურგის ნახევარკუნძული, რომელიც პირდაპირ მიბჯენილია ყირიმს. ძალიან საინტერესო განვითარება ხდება შეტევის ლუგანსკის ოლქში, იქ ჩვენებმა ალყა დაარტყეს სტრატეგიულ ქალაქ სვატოვის, ხოლო სამხრეთით რუსებმა დაიწყეს ქალაქების სევეროდონეცკის, კრემენაიას და რუბეჟნოეს ევაკუაცია, რაც ნიშნავს, რომ სულ მალე ეს ქალაქები (მათ შორის ყველაზე მსხვილია სევეროდონეცკი, სადაც ომამდე 200 ათასამდე მაცხოვრებელი იყო) მალე გათავისუფლდება. ამის შემდეგ ჩვენები მიადგებიან თავად ქალაქ ლუგანსკს. ხერსონმა მოვლენები ძალიან დააჩქარა. რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ჩვენ ვართ იმპერიის ჩამოშლის მოწმეები, რაც დიდი საოცრებაა. დიდება უკრაინას! კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი- ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა – ჩინეთის და ამერიკის პრეზიდენტების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება და გამოყენების მუქარა. ამის შემდეგ უკვე დიდი ალბათობით მუქარასაც აღარ გავიგებთ და სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩება“,- წერს სააკაშვილი....
წყარო
  • VIP

Ani ani

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 25 თვის წინ

Sopo

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • VIP

Teoo

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sali sali

ბათუმი
  • 1 დღის წინ