სერგეი ლავროვი: უკრაინის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული პირობები „არარეალისტურია“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის პირობები, რომლებსაც ის უყენებს მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისთვის, „არარეალისტურია“. ეს განცხადება ლავროვმა გააკეთა ინდონეზიაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე, რომელზეც იზრდება რუსეთზე ზეწოლა, რომ დაასრულოს კონფლიქტი უკრაინაში. „ყველა პრობლემა უკრაინის მხარესაა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მოლაპარაკებებს და აყენებს პირობებს, რომლებიც აშკარად არარეალისტურია“, - თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, მოსკოვის ეს პოზიცია მან წარმოადგინა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე, ასევე მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიცია აუხსნა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც. 15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისკენ. მან ონლაინ ფორმატში მიმართა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან. ...
წყარო

Aniko

ქუთაისი
  • 7 თვის წინ

Aisha

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 25 თვის წინ

Sofia

ბათუმი
  • 24 დღის წინ

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

Eva

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Iulia

თბილისი
  • 16 საათის წინ
  • VIP

Diana

ბათუმი
  • 35 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ