უკრაინაზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა შესაძლოა ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყოს

შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ „ეს არის მასიური სარაკეტო შეტევა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი მიზანია. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა“. იგნატმა კომენტარი არ გააკეთა იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა მოიგერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მისი თქმით, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მანვე განმარტა, რომ რაკეტების უმეტესობა გასროლილია სტრატეგიული ბომბდამშენებიდან კასპიის რაიონიდან და როსტოვის რეგიონიდან. ნაწილი კი შავი ზღვიდან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით. დღევანდელი თავდასხმა ძირითადად უკრაინის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდა. ტიმოშენკოს თქმითვე, დღევანდელმა იერიშმა უკრაინის ენერგეტიკა კრიტიკული ვითარებაში ჩააგდო. „დედაქალაქში ვითარება უკიდურესად მძიმეა, შემოღებულია ავარიული გამორთვის სპეციალური გრაფიკი“,- განაცხადა მან. რუსეთის მხრიდან მასირებულ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა იერიში ისევ იყოს მოსალოდნელი, ამიტომ მან უკრაინელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს გადავიტანთ, დიდება უკრაინას“ ,-თქვა ზელენსკიმ. რუსეთის არმიამ მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქზე. უკრაინული მედია, სულ ცოტა, ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება. ასევე ნახეთ უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დაიბომდა კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ნიკოლაევი, ხმელნიცკი, როვნო, ჟიტომირი, ვინიცისა და დრეპროპეტროვსკის ოლქებშიც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერებს მიმართა და ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ სამიტისგან პრინციპულ პოზიციას მოელის. "და გთხოვთ, "ორივე მხარისთვის" მოწოდებებს მოერიდეთ. დადექით ხალხის მხარეს და არა სამხედრო დამნაშავეების მხარეს", - დაწერა კულებამ ტვიტერზე. 15 ნოემბერს ინდონეზიის ქალაქ ბალიში დაიწყო "დიდი ოცეულის" ორდღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მანამდე გა...
წყარო

Lile

თბილისი
  • 12 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 21 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 12 თვის წინ

ნატალი

თბილისი
  • 16 საათის წინ

Алина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Gvanca.

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 10 დღის წინ

Sali sali

ბათუმი
  • 8 დღის წინ

Tatiana best massage

ბათუმი
  • 3 დღის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 16 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 2 დღის წინ