ისრაელის მოქალაქე, რომლის მოკვლასაც გეგმავდნენ, სავარაუდოდ, იციკ მოშეა

ისრაელელი, რომლის მოკვლასაც გეგმავდა საქართველო-ირანისა და პაკისტანის მოქალაქეების ჯგუფი, იციკ მოშეა - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია წყარომ მიაწოდა. ამაზე ასევე წერს ისრაელის მედია. ისრაელის მოქალაქის მკვლელობის გეგმების აღკვეთის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ნოემბერს განაცხადა. „საქართველოში შეთქმულების გამოვლენის შემდეგ, მათი უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობდნენ ისრაელის დაზვერვასთან“, - ციტირებს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში წყაროს Jerusalem Post-ი. გამოცემას წყარომ უთხრა, რომ „ირანი წარსულშიც გეგმავდა ტერორისტულ თავდასხმებს საქართველოში“, მათ შორის 2021-2022 წლებში და ეს არ არის იციკ მოშეს სამიზნეში ამოღების პირველი შემთხვევა. იციკ მოშე დაიბადა 1959 წელს და საქართველოდან ისრაელში გადავიდა 1971 წელს. 62 წლის ბიზნესმენი ისრაელის სახლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ეს ორგანიზაცია კონცენტრირებულია ისრაელის სახალხო დიპლომატიაზე აღმოსავლეთ ევროპაში. მოშე იყო ებრაული სააგენტოს წარმომადგენელი და პირველი ხელმძღვანელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში 1990 წლიდან. სუსის ინფორმაციით, ირანის მოქალაქემ საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე და ისრაელის მოქალაქის მოკვლა დაავალა. მისთვის იარაღის მიწოდებაში კი ჩაერთო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების ჯგუფი. უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც „აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, - თქვეს სუსში და დაამატეს, - ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება“. თორნიკე მანდარია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედია გარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. mandariat-fl@rferl.org ...
წყარო

აბასთუმანი
  • 3 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 3 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ani

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 26 თვის წინ

Maria♥️♥️♥️

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anano

ბათუმი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Tatuli

თბილისი
  • 14 საათის წინ

Emilia

თბილისი
  • 20 დღის წინ

Katia

თბილისი
  • 19 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 15 თვის წინ