პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია, მედია რაკეტების ჩამოვარდნას იტყობინება

ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დანიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა. Associated Press-ი იმოწმებს აშშ-ის დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენელს, რომლის თქმითაც, პოლონეთის სოფელში მომხდარი ორი აფეთქება დაკავშირებულია პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტების მოხვედრასთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონეთიდან მომდინარე ცნობები „არაჩვეულებრივად შემაშფოთებელია“. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, გაარკვიოს, რა მოხდა და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქდა და მსოფლიო თანამეგობრობას შეახსენა თავისი გაფრთხილება, რომ რუსეთის საომარი მოქმედებები მომავალში უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება. ნატოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს, თქვა ზელენსკიმ. ის საპასუხო მოქმედების მოწოდებით გამოვიდა. როგორც ანონიმმა წყარომ უთხრა AFP-ს, ნატო სწავლობს მომხდარის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა. три მანამდე პოლონეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონეთის რაიონში, სოფელ პშევოდუვში, რუსეთის მიერ ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი. როგორც Radio Zet-ის კორესპონდენტი არაოფიციალურად იტყობინებოდა, სოფელ პშევოდუვში ორი რაკეტა მოხვდა მარცვლეულის საშრობს. არის ცნობა, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ პოლიციის, პროკურატურისა და არმიის წარმომადგენლები, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ამავე დროს Radio Lublin-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პშევოდუვში ინციდენტი მოხდა სატვირთო სასწორზე, რომელზეც დატვირთულ ტრაქტორებს წონიან. გამოცემის თანახმად, იქ უცებ აფეთქდა ტრაქტორი, რომელიც სასწორზე იდგა. Radio Lublin-იც ორი დაღუპულის შესახებ იტყობინება.три ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთს. „ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის ნებისმიერი გოჯი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - წერს სამინისტრო ტვიტერში. три პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ რაკეტების ჩამოვარდნასა და მსხვერპლზე ინფორმაციის სისწორე. მორავეცკიმ პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან კონსულტაციის შემდეგ გასცა განკარგულება სასწრაფო სხდომის ჩატარების თაობაზე. ამის შესახებ მთავრობ...
წყარო

Olichka

თბილისი
  • 15 საათის წინ

Janna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marieta

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

თეო

თბილისი
  • 8 წუთის წინ
  • VIP

mari mari

თბილისი
  • საიტზეა

Lusi22

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Gvanca.

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 13 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 5 თვის წინ

Salima

თბილისი
  • 21 წუთის წინ

Juli

ბათუმი
  • 3 დღის წინ