ზელენსკიმ დუდას მიუსამძიმრა „რუსეთის სარაკეტო ტერორის“ შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ზელენსკის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მან დუდას მიუსამძიმრა „რუსეთის სარაკეტო ტერორის“ შედეგად პოლონეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, განიხილეს არსებული ინფორმაცია და ყველა ფაქტს არკვევენ. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა, პოლონეთი, მთელი ევროპა და მსოფლიო სრულად უნდა იყვნენ დაცული ტერორისტი სახელმწიფოსგან. три პოლონეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინაზე 90 რაკეტით მიიტანა კიდევ ერთი მასირებული იერიში და დააზიანა ენერგოსისტემა, საწარმოები და საცხოვრებელი სახლები. გასულ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ მოხდა ისიც, რის შესახებაც უკრაინა დიდი ხანია ყველას აფრთხილებს, რომ ტერორი უკრაინის საზღვრებით არ შემოიფარგლება და 15 ნოემბერს, რუსული რაკეტები მოხვდა პოლონეთსაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა არის რუსეთის შეტევა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და მნიშვნელოვანი ესკალაცია, რასაც მოქმედება სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ატერორებს ყველას, ვისაც მისწვდება და ამის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. ასევე ნახეთ პოლონეთის ხელისუფლება ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“ 15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთში რაკეტის აფეთქების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფება "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტზე, საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ina

ქუთაისი
  • 12 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lera

რუსთავი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Aygun

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

ტატა

თბილისი
  • 11 საათის წინ

Maia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 10 საათის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 თვის წინ

Bela

ქუთაისი
  • 29 დღის წინ

Janna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nino

ქუთაისი
  • 46 წუთის წინ