აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზბიგნევ რაუს და დმიტრო კულებას. 15 ნოემბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. იმავე დღეს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რაუს დაუდასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა აფეთქების მიმდინარე გამოძიებაში. три აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გარდა, განიხილა პოლონეთში მომხდარი აფეთქებაც. ენტონი ბლინკენი ტვიტერზე წერს, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. три უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს რუსული სარაკეტო ტერორის მასშტაბი, მიზნები და შედეგები. დმიტრო კულებას თანახმად, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმას, რაც პოლონეთში მოხდა, მკაცრი და პრინციპული რეაქცია უნდა მოჰყვეს. три 15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე. იმავე დღეს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთში რაკეტის აფეთქების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფება "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტზე, საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებთან. ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 15 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 დღის წინ

ვიკა

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 9 თვის წინ

Luda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 7 თვის წინ

Viki

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuci

თბილისი
  • 8 თვის წინ