ზაზა შათირიშვილი: თავის დროზე, ამერიკელებმა სააკაშვილი მას შემდეგ გაწირეს, რაც …

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მედიაში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის და აშშ-ის ექსჩინოსნის, კურტ ვოლკერის შეხვედრაა ასახული. შათირიშვილი, ტრადიციულად, შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ შეხვედრაზე ვოლკერი კეზერაშვილს ვაშინგტონის გზავნილებს უზიარებს. “როგორც მედიაშიც განიმარტა, ვოლკერი ის ფიგურა არაა, რომ კეზერაშვილს საკუთარი ინიციატივით, ნებართვის გარეშე ხვდებოდეს და მისგან, ლევან ხაბეიშვილის მსგავსად, უბრალოდ ფულის გამორჩენას ცდილობდეს. ვოლკერი არის მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში. შესაბამისად, საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც ცხადია, რომ ის კეზერაშვილს არა საკუთარ, არამედ მისი ხელმძღვანელობის გზავნილებს უზიარებდა. დღეს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია სრულიად მოშლილია. აშკარაა, რომ დაპირების შესრულებასთან და ნაციონალური მოძრაობის დამთავრებასთან „ქართული ოცნება“ საკმაოდ ახლოს არის. თუმცა, ამერიკელებს რადიკალები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული და მათ გასაცოცხლებლად ყველაფერს აკეთებენ. ამ მიზნიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ისინი რადიკალების მთავარ ფინანსურ დონორს, დავით კეზერაშვილს განსაკუთრებულად გაუფრთხილდებიან. ისიც ფაქტია, რომ ჯერ ქართველი ბიზნესმენების და შემდეგ ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი ამერიკელების გარეშე ევროპაში ასე თავისუფლად ვერაფრით გადაადგილდებოდა. შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ კეზერაშვილი სასჯელს ამ შემთხვევაშიც გადაურჩება და ამერიკელები მას გერმანელი პენსიონერების ძარცვასაც ზუსტად ისევე შეარჩენენ, როგორც თავის დროზე ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნი ასეულობით მილიონი შეარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება გერმანელი პროკურორების აქტიური ჩართულობით წარიმართებოდა, გერმანელებს მისი პასუხისგებაში მიცემა ძალზე გაუჭირდებათ. კეზერაშვილს ამერიკელები მხოლოდ მას შემდეგ გაწირავენ, რაც ის მათთვის გამოუსადეგარი ფიგურა გახდება. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ამერიკელებმა სააკაშვილი მას შემდეგ გაწირეს, რაც გიგა ბოკერიამ ისინი სააკაშვილის გამოუსადეგარობაში დაარწმუნა. მოგვიანებით კი, როდესაც ბოკერიამ საქართველოში რეიტინგი მთლიანად დაკარგა და გამოუსადეგარ ფიგურად იქცა, ისიც სხვა გაცვეთილი აგენტების გზას გაუყენეს და აუტსაიდერობისთვის გაიმეტეს. ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელები საკუთარი აგენტურის მიმართ დიდად ერთგულნი არ არიან. შესაბამისად, მათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ისეთი ლოიალური აგენტებიც კი მარტივად გაწირეს, ...
წყარო

Juli

ბათუმი
  • 18 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 14 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 7 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 30 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

Laura

თბილისი
  • 15 თვის წინ

Lana

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Nino

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 15 თვის წინ

ნატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Rina

თბილისი
  • 1 თვის წინ