აშშ: პოლონეთში ადამიანების დაღუპვაზე ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთია პასუხისმგებელი

ამერიკის შეერთებული შტატები 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს - იმის მიუხედავად, თუ რომელმა ქვეყანამ გაისროლა ეს რაკეტა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში. აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ედრიენ უოტსონის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ვერსიას იმის შესახებ, რომ საქმე ეხება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტას. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ეს ყველაზე უფრო სავარაუდო ვერსიად დაასახელა და ინციდენტს უბედური შემთხვევა უწოდა. ასეთივე შეფასებით გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამასთან, ნატოს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკრაინულიც რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რადგან წინა დღით სწორედ მან განახორციელა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კი მათ მოგერიებას ცდილობდა. "როგორიც უნდა იყოს გამოძიების საბოლოო შედეგები, ცხადია, რომ საბოლოოდ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია, რომელმაც განახორციელა მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინას უნდა დაეცვა - და სრული უფლება ჰქონდა, დაეცვა საკუთარი თავი", - ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის კვლავაც დარწმუნებულია, რომ საუბარი იყო რუსულ რაკეტაზე. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვას ეკუთვნის, აუცილებელია ამის მტკიცებულებების წარმოდგენა. მან ასევე მოუწოდა, გამოძიებაში უკრაინა ჩაერთოთ. პოლონური "რადიო ლიუბლინის" მონაცემებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:40-ზე მოხდა სამშაბათს, 15 ნოემბერს. ამ დროს უკრაინის ბევრ რეგიონში, მათ შორის იმ რეგიონებშიც, რომლებიც პოლონეთს ესაზღვრება, საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო. აფეთქება მოხდა მარცვლეულის საშრობში სოფელ პშევოდუვში, უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ოთხშაბათს CNN-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, იტყობინება, რომ უკრაინის სამხედროებმა შეატყობინეს აშშ-სა და ნატოს, რომ ისინი დაახლოებით აღნიშნულ დროს ცდილობდნენ რუსული რაკეტის გადატაცებას იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ადგილი ჰქონდა ინციდენტს. ცნობილია, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა აღმოსავლეთ უკრაინაზე, მათ შორის ლვოვზეც, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს. რუსეთი უარყოფს, რომ სარაკეტო დარტყმე...
წყარო
  • VIP

Hazal

ბათუმი
  • 13 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ruska

თბილისი
  • 4 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sali varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Aliona

რუსთავი
  • 13 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 20 საათის წინ