Warner Bros.-მა რუსეთის ტელეარხებით თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური. Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში. Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტებს შორისაა "ჰარი პოტერი," „გოძილა 2“ და მრავალი სხვა. ეს ფილმები პოპულარული იყო, კერძოდ, "ესტეესის" არხზე - განსაკუთრებით საახალწლო არდადეგების პერიოდში. რუსეთში ფილმების „გაქირავების ბიულეტენის“ თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, Warner Bros.-ის პროდუქცია არ შესულა ყველაზე პოპულარული 50 ფილმის სიაში, თუმცა წინა წლებში მუდმივად იკავებდა წამყვან პოზიციებს. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ რუსეთის ტელეარხებმა მკვეთრად შეამცირეს გასართობი გადაცემების წილი და ისინი ჩაანაცვლეს ახალი ამბებითა და პროპაგანდისტული პროგრამებით. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჰოლივუდის მთავარმა კინომწარმოებლებმა - Warner Bros.-მა, Universal-მა, Paramount-მა, Disney და Sony-მ - შეაჩერეს თავიანთი პროდუქციის გავრცელება და ლიცენზირება რუსეთში. ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დატოვა რუსეთის ბაზარი. 2022 წლის აგვისტოში კინოთეატრების მფლობელთა ასოციაციამ დახმარებისთვის ვლადიმირ პუტინს მიმართა. დისტრიბუტორებმა განაცხადეს, რომ ჩინური, კორეული და საბჭოთა ფილმების ჩვენებამ იმ თანხის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოუტანა მათ, რასაც ჰოლივუდის ფილმები იძლეოდა. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 23 დღის წინ
  • VIP

Kato

ბათუმი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Alexandra

თბილისი
  • საიტზეა

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marishka

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Ailin

თბილისი
  • 21 საათის წინ
  • VIP

Nuki

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Masho

თბილისი
  • 7 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 25 თვის წინ
  • VIP

მარიკა

თბილისი
  • 3 საათის წინ

ტრანსი ქუთაისი

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Marika

თბილისი
  • 7 დღის წინ