აშშ-ის გენერალი მიიჩნევს, რომ რუსეთმა წააგო უკრაინაში სტრატეგიული თვალსაზრისით

აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ, 16 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის უახლოესი სამხედრო გამარჯვების შანსები არ არის მაღალი, თუ რუსული არმია მთლიანად არ დაიშლება, რაც, მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა. მილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა უკრაინასთან სრულმასშტაბიან ომში დასახული ყველა მიზნის მიღწევაში. რუსები დამარცხდნენ სტრატეგიული თვალსაზრისით, წააგეს ოპერატიული და ტაქტიკური თვალსაზრისით, თვლის მილი. მილი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) მეშვიდე შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში შედგა. მილის შეფასებით, „არ არის მაღალი“ შანსები ახლო მომავალში უკრაინის სრული სამხედრო გამარჯვების მიღწევისა, რაშიც ის რუსეთის ჯარისგან უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, ყირიმის ჩათვლით, სრულ გაწმენდას გულისხმობს. მას უფრო შესაძლებლად მიაჩნია რუსეთის ჯარის გაყვანა უკრაინიდან არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად. მილი თვლის, რომ პოლიტიკურად, რუსეთის „ბეჭებზე წევს“. მას არ განუმარტავს, რას გულისხმობდა ამაში. უფრო ადრე, მილიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის მალე უნდა დაიწყოს და აღნიშნა, რომ ეს იხსნის ბევრ სიცოცხლეს. თუმცა, იქვე გაუსვა ხაზი, რომ აშშ მზად არის „რამდენიც საჭიროა, იმდენად დაეხმაროს“ უკრაინას თავისუფლების და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაზე, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მხოლოდ აძლიერებს უკრაინის და საკონტაქტო ჯგუფის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. პენტაგონის მეთაურის თანახმად, კიევისთვის მნიშვნელოვანია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება. კონკრეტული გადაწყვეტილებები რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე არ მიუღიათ. გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ნატოში ჯერ კიდევ არგაწევრიანებული შვედეთის ახალმა მთავრობამ თქვა, რომ უკრაინას დაეხმარება 287 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტით, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება. ...
წყარო

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 12 თვის წინ

Niako niako

ქუთაისი
  • 17 დღის წინ
  • VIP

Taaakooo

თბილისი
  • 3 საათის წინ

Самира

ბათუმი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Emma

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 13 დღის წინ

Ela

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Niako

თბილისი
  • 22 დღის წინ

Melisa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Aygun

თბილისი
  • 1 საათის წინ