ამერიკელების მცდელობა, დაჰკავშირებოდნენ რუსეთის გენშტაბის უფროსს, უშედეგო აღმოჩნდა

პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ამერიკელი სამხედროები უშედეგოდ ცდილობდნენ ინციდენტის განსახილველად კონტაქტის დამყარებას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე სხდომის შემდეგ, რომელიც 16 ნოემბერს ონლაინ ჩატარდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის ბრიფინგზე ჰკითხეს, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ჰქონდა თუ არა კონტაქტი რუს კოლეგასთან. გენერალ მილის განცხადებით, ის დაუყოვნებლივ ესაუბრა უკრაინის და პოლონეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებს და კოლეგებს ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან, თუმცა, რუსეთის გენშტაბის უფროსთან დაკავშირების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მარკ მილის ინფორმაციით, რუსეთიდან სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს და შესაბამისად, მისმა თანამშრომლებმა ვერ შეძლეს გენერალ გერასიმოვთან მისი დაკავშირება. ასევე ნახეთ რაკეტ(ებ)ის აფეთქება პოლონეთში, დასავლეთის  ვერსია და კიევის კითხვები 15 ნოემბერს, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის, აშშ-ის და ნატოს წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა. მიუხედავად ამისა, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს. ასევე ნახეთ უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში მონაწილეობას მოითხოვს 16 ნოემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ჩართონ პოლონეთში რაკეტის აფეთქების გამოძიებაში. უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მზად არიან პარტნიორებს გადასცენ რუსული კვალის მტკიცებულებები. დანილოვის თანახმად, მოკავშირეებისგან ელოდებიან ინფორმაციასაც, რომლის საფუძველზეც ითქვა, რომ პოლონეთში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა აფეთქდა. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

მარიკა

თბილისი
  • საიტზეა

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Анастасия

თბილისი
  • 10 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • VIP

Alka

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Gvanci

თბილისი
  • 1 საათის წინ

ნატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნიაკო

რუსთავი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Tata

ბათუმი
  • 29 წუთის წინ