კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე: უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა. პარლამენტში კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". "რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს საფუძველი... NGO-ები დაფინანსდება თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ?" - თქვა ირაკლი კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული. კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ". აშშ-დან მიღებული დაფინანსების მიზნები ეჭვქვეშ პირველად "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა ჯგუფმა "ხალხის ძალამ" დააყენა. მათი თქმით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. "ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი - ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება", - განაცხადეს პოლიტიკოსებმა. ასევე ნახეთ „ხალხის ძალა" აშშ-ის დაფინანსებაზე განცხადებას აქვეყნებს: „მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა" 15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუ...
წყარო

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 13 დღის წინ

Taaakooo

თბილისი
  • 20 საათის წინ

Lizi 7

ბათუმი
  • 24 დღის წინ

Anita

თბილისი
  • 22 დღის წინ

Mary

თბილისი
  • 5 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekako

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lilia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Taso batumi

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • VIP

Ani ani

ქუთაისი
  • 5 საათის წინ