გერმანიამ „პუტინის ფანატი“ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გაიწვია

გერმანიის რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის, Südwestrundfunk (SWR)-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) გაიწვია სამხედრო მოსამსახურე. ამის მიზეზი გახდა 43 წლის გერმანელი სერგეი.ე-ს შეხედულებები. ის უკრაინაში რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ განწყობებს ავლენდა. გერმანული მედიის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების შესახებ გამოცემა Civil-ge-მაც დაწერა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დაუდასტურეს, დამატებითი კომენტარის გარეშე. გერმანული მედიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სერგეი ე. სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე გამოხატავდა პოზიციას, რომ რუსეთი უკრაინას კი არ ეომება, არამედ აშშ-ს ებრძვის. ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის სათაურია „პუტინის გერმანელი ფანატი და სადამკვირვებლო მისია“ წერია, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, (ZIF) სადაც მისიის გერმანელი თანამშრომლები არიან დასაქმებული, თანამშრომლის განწყობები ვერ ამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ე.-მ წინასწარი შემოწმება გაიარა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა (ZIF) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლის განწყობების შესახებ 2022 წლის ოქტომბერში შეიტყვეს, მისი საქართველოში გამოგზავნიდან რამდენიმე კვირის თავზე, რის შემდეგაც მიიღეს მისი საქართველოში მოქმედი მისიიდან გაწვევის გადაწყვეტილება. იუწყებიან ასევე, რომ სამხედრო მოსამსახურე მემარჯვენე, პრორუსული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. მანამდე ის ეუთოს დამკვირვებელი იყო უკრაინის აღმოსავლეთში. ჟურნალისტურ გამოძიებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერში გამოეხმაურა და დაწერა, რომ "საჭიროა ყურადღებით ვიყოთ, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში. უსაფრთხოების კრიტერიუმები სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს.“ три ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე კვლავ უარს ამბობენ. ...
წყარო

Ekako

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mia

თბილისი
  • 20 დღის წინ

Mariami

თბილისი
  • 17 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 9 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 23 დღის წინ

Oksana

ბათუმი
  • 15 დღის წინ

სალი

თბილისი
  • 29 დღის წინ

nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ