"ქართუ" ბანკისა და ჯგუფის ხელმძღვანელებმა "ქართულ ოცნებას" 170 ათასი ლარი შესწირეს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი "ბანკი ქართუსა" და "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელმა პირებმა მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", 2022 წელს 170 ათასი ლარი შესწირეს. პარტიების შემწირველების შესახებ კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოქვეყნდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების უმრავლესობა "ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესებს" უკავშირდება. "ბანკი ქართუს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით (2021 წლის დეკემბერი), "საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ფლობდა ჯგუფის აქციების 100%-ს. ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა უტა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი". პარტიას ფული შესწირეს: სს "ბანკი ქართუს" გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ, რომელიც ასევე არის სს "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი - 40 000 ლარი; გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით გალუაშვილმა - 40 000 ლარი; გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გოგუამ - 30 000 ლარი; გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ლებანიძემ - 30 000 ლარი. სს "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა ჩიკვილაძემ - 30 000 ლარი. მმართველი პარტიისთვის თანხების შეწირვის შესახებ კითხვა დაუსვეს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. "ნატო ხაინდრავამ შემოწირულობა განახორციელა? ნატო ხაინდრავამ? პერსონალურად წელს ნატო ხაინდრავამ განახორციელა შემოწირულობა? ნატო ხაინდრავამ პერსონალურად განახორციელა შემოწირულობა? არ ვიცი, გადავამოწმებ... პერსონალურად არ მინახავს, გადავამოწმებ", - თქვა კობახიძემ, მოგვიანებით კი დასძინა: "ნატო ხაინდრავა არის "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელი. მას რომ ჰქონდეს ინტერესი, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის დროზე დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, საერთოდ არ არის გასაკვირი. რა შუაშია ამ ყველაფერთან ბიძინა ივანიშვილი?!.. თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ჩვენ გაგვიჭირდა 700 ათასი ლარის მიღება ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა... დამალვა გვინდოდა და ვერ დავმალეთ?! სრული სისულელეა." "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 666 000 ლარი (34%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით. ...
წყარო

Niniko

თბილისი
  • 8 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 27 დღის წინ

Marishka

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Катюша

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Natuka

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Tiko

თბილისი
  • 17 დღის წინ

Ailin

თბილისი
  • 21 საათის წინ

Natia.p

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

ტატა

თბილისი
  • 17 საათის წინ