რამზან კადიროვი სამხედრო რეზერვში გაწევრიანებისკენ ქალებსაც მოუწოდებს

ჩეჩნეთის ხელისუფლება გეგმავს სამხედრო რეზერვის შექმნას, რომელში გაწევრიანების მსურველებსაც საშუალება ექნებათ, გაიარონ მომზადება და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობა დაიწყონ სამხედრო სტრუქტურებში. რეზერვში გაწევრიანება შეეძლებათ არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსაც. მათ ჩეჩნეთის ხელისუფლება ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 20 000 რუსულ რუბლს ჰპირდება. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ამის შესახებ სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთ-ერთ ბოლო თათბირზე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. საკუთარ ტელეგრამის არხში რამზან კადიროვი განმარტავს, რომ რეზერვის შექმნა მთავრობას "საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად შეავსოს უსაფრთხოების ძალების რიგები გაწვრთნილი და მომზადებული მებრძოლებით." ხოლო ამ საქმიანობაზე პასუხისმგებელი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფის მეთაურები და რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელები. „შტატები ამჟამად მთლიანად არის დაკომპლექტებული, მაგრამ სამომავლოდ, დაე, იყოს რეზერვი. ყველა უნდა იყოს მზად. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი სწრაფი რეაგირების ჯგუფში ირიცხებიან თუ სადმე სხვაგან. კაცები, ქალები - ყველა უნდა გავიწვიოთ და დავპირდეთ, რომ მოვაწყობთ სამსახურში, როგორც კი შტატი გათავისუფლდება. დასაწყისისთვის 20 ათას რუბლს გადავუხდით. წვრთნებზე ივლიან ყოველ კვირას და თუ მოისურვებენ, სტრუქტურებში გავგზავნით სამუშაოდ“, - განაცხადა რამზან კადიროვმა. გარდა ამისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მოუწოდა რესპუბლიკაში მოქმედი სუფისტური ორგანიზაციების ლიდერებს, რომ შექმნან საკუთარი ბატალიონები, რომლებიც მზად იქნებიან საომრად უკრაინაში გასამგზავრებლად. სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვიც, რომლის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან (ასე უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს რუსეთის ოფიციოზი) მასში მონაწილეობა მიიღო 20 ათასზე მეტმა ჩეჩენმა მებრძოლმა. დაუდოვის თანახმად, ამჟამად საბრძოლო მოქმედების ზონაში ათი ათასზე მეტი ჩეჩენი მეომარი იმყოფება. ასევე ნახეთ კადიროვმა ჩეჩნეთი უკრაინაში გასაგზავნ „მოხალისეთა“ ბაზად აქცია ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს. რამზან კადიროვის ინიციატივით, ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე სპეციალურ მომზადებას გადიან რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები, რომლებიც შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად. ...
წყარო

Irmako

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Bubu

თბილისი
  • 1 თვის წინ

Алина/domina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 25 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 25 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 32 თვის წინ
  • VIP

Mariami

თბილისი
  • 5 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 5 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 15 თვის წინ