ნიკა მელია: ხვალ ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში

„ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურ ასამბლეაზე მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რეზოლუცია, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ, იქნება მკაცრი და “ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას ზუსტად გადაიტანს დოკუმენტში”. “ვიმყოფები ლისაბონში, ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, “ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურ ასამბლეაზე. ენმ არის ამ პოლიტიკური ოჯახია წევრი. აქ, ევროპაში, ყოველდღე, ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ერთმანეთისგან განსხვავებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი აღნიშნავს ერთის მხრივ იმ უკუსვლას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთხმად აღნიშნავენ იმ ნებასა და მისწრაფებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ხვალ, დღის ბოლოს ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში. ვფიქრობ, ხვალინდელი რეზოლუცია, რომელსაც ვიმედოვნებ, აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დაადასტურებს დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების დამოკიდებულებას ივანიშვილის ოლიგარქატის მიმართ”- აღნიშნა მელიამ. აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს....
წყარო

Irinkairka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Viona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 20 დღის წინ

Emma

თბილისი
  • 5 თვის წინ

Eva

რუსთავი
  • 8 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 2 თვის წინ

Dea

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 8 დღის წინ

❤️nina❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nanka

ქუთაისი
  • 15 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 27 დღის წინ