ლონდა თოლორაიას პირველი კომენტარი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საშიშია

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომლის საქმეზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა ვერ გაბედეს სწორი ნაბიჯების გადადგმა. "დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც აღუსრულებელი და მკვდარია, სწორედ იმიტომ, რომ არ შეაჩერა კანონის მოქმედება. ამ ე.წ. რეფორმისთვის სასამართლოს უნდა დაერქმია სახელი და ეთქვა, რომ ამ "რეფორმის" გატარების ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა. მიზანი იყო ჩემი მოშორება და ამ გადაწყვეტილებამ დაგვანახა", - უთხრა ლონდა თოლორაიამ რადიო თავისუფლებას. ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას გათავისუფლების საქმეზე დარღვევა დაადგინა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საშიში გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პარლამენტს შესაძლებლობა მისცა, კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლოს თანამდებობაზე დანიშნული პირები. "ახლა ამ გადაწყვეტილებით დააკანონა პარლამენტის გადაწყვეტილება - არჩევითი თანამდებობის პირი ნებისმიერ დროს მოისროლოს ქუჩაში. ამისთვის თურმე საკმარისია კომპენსაცია - მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ ვარ კომპენსაციაზე გაგიჟებული ადამიანი. კომპენსაციებზე ჩამოკიდა არჩევითი თანამდებობის ბედი, რაც საშიშია. რაც ყველაზე მთავარია, სასამართლომ ეს დავა დაიყვანა ერთ კონკრეტულ პირზე და არ გაითვალისწინა კონტექსტი და სხვა არჩევითი თანამდებობები", - ამბობს თოლორაია. საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 17 ნოემბერს, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი - მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ სახელმწიფომ არ დაიცვა კონსტიტუციური სტანდარტი. ამ საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი კვერენჩხილაძე თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წლების წინ დადგენილ სტანდარტს - "გარდა ამისა, გადაწყვეტილებას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ სხვა, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელ საჯარო ორგანოებში დასაქმებულ ხელმძღვანელ პირებზე, რომლებიც გარანტირებული ვადით არიან თანამდებობაზე განწესებული". "მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებმა გადაწყვეტილებით სათანადოდ არ შეაფასეს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, ის გარემოება, თუ რამდენად იყო მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ხელშესახები და რეალური პრაქტიკაში", - წერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე თავის განსხვავებულ აზრში. ასევე ნახეთ "უდიდესი პროტესტის, უსამართლობის განცდა მაქვს" - ინტერვიუ ლონდა თოლორაიასთან ლონდა თოლორაია...
წყარო

Maka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 25 დღის წინ

Gvanci

თბილისი
  • 1 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Tata

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 7 დღის წინ

ტატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lola.

ბათუმი
  • 22 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 15 საათის წინ

Marisha

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Kesi mulatka

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 30 თვის წინ