რუსეთის პატრიარქმა კირილმა დაიჩივლა, რომ არ უშვებენ ევროკავშირში

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. "მიღებულია უპრეცედენტო გადაწყვეტილება, არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ცივი ომის დროსაც არ მომხდარა", - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მოსკოვში, აღმოსავლეთ ასირიული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავა მესამესთან შეხვედრაზე. კირილს არ აუხსნია, თუ ვინ აუკრძალა ევროკავშირში შესვლა. მან ეს გადაწყვეტილება გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ბოლო პლენარულ ასამბლეას დაუკავშირა. გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 31 აგვისტოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ის უკრაინის ომის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. კირილის თქმით, შტაინმაიერმა "ვერ მოახდინა გავლენა ვერც ასამბლეაზე და ვერ რუსეთის ეკლესიის დისკრიმინაცია მოახერხა", თუმცა ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ შეუშვან ევროპაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. "თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, მოგვიწვიეთ ტელევიზიაში, ჩაერთეთ ჩემთან დიალოგში და დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე. მათ ამის ეშინიათ, რადგან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. ამავე დროს, 31 აგვისტოს შემდეგ კირილის მიმართ ევროკავშირის მხრიდან სანქციები ოფიციალურად არ გამოცხადებულა. პირიქით, ცნობილია, რომ უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნით, რუსეთის პატრიარქის სახელი ამოიღეს სანქციების სიების პროექტიდან. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართ სანქციები დააწესეს და თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ლიეტუვამ. ასევე ნახეთ ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილეს ლიეტუვა შენგენის ზონაში შედის. შესვლის აკრძალვა ნიშნავს, რომ პატრიარქ კირილის მონაცემები უნდა გაჩნდეს შენგენის საინფორმაციო სისტემაში. ეს, დიდი ალბათობით, შედეგად იმას მოიტანს, რომ იგი ვერც შენგენის ზონის სხვა სახელმწიფოებში შეძლებს შესვლას, თუმცა, შესაძლოა, გამონაკლისები იყოს დაშვებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა თავის ქადაგებებში არაერთხელ თქვა, რომ "რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს" და კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა დასავლეთის სახელმწიფოები და გარკვეული ანტიეკლესიური ძალები. კირილს, ასევე, ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში რუსეთის ძალები თავიანთ ქვეყანას იცავენ. ...
წყარო

ვნებიანი გვანცა

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nanka

ბათუმი
  • 4 დღის წინ

nita

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Настя

თბილისი
  • 13 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 4 დღის წინ

Moni

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 25 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 26 თვის წინ