IAEA რუსეთს მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო რეზოლუცია და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ყველა ქმედება უკრაინის ატომურ ობიექტებზე და დაუყოვნებლივ დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters-ი, რომელიც საბჭოს დახურულ სხდომაზე 17 ნოემბერს მიღებულ დოკუმენტს გაეცნო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ამ შინაარსის უკვე მესამე რეზოლუცია მიიღო. კანადის და ფინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს 35 წევრი ქვეყნიდან 24-მა. ხმა წინააღმდეგ მისცეს რუსეთმა და ჩინეთმა. კენიის, ნამიბიის, ინდოეთის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ვიეტნამის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს. კიდევ ორი წევრი სხდომაზე არ იმყოფებოდა. საბჭომ მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინიციატივას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნის შესახებ, რათა ამ რაიონში შეწყდეს სროლა და შემცირდეს ავარიის რისკი. საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს სადგურის უკრაინელ თანამშრომლებზე ზეწოლისა და სადგურის შემოგარენში ელექტროგადამცემი ხაზების არაერთხელ დაცხრილვის გამო, რის შედეგადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შეუწყდა აგრეგატების გასაგრილებლად აუცილებელი ენერგომომარაგება. რუსეთმა რეზოლუციას უწოდა არაპროფესიონალურად შედგენილი და გაეროს სააგენტო საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა. ასევე ნახეთ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის 2 ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს. მონიტორინგისთვის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. ბოლო თვეებში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონი არაერთხელ დაიცხრილა, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიღების შესახებ, პუტინმა გამოსცა "ბრძანებაც" და რუსეთის მთავრობას დაავალა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს. ...
წყარო

Maria

თბილისი
  • 27 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Dada. varketili

თბილისი
  • 13 საათის წინ

Linda

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 25 თვის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ

Diana

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 13 თვის წინ