ფხენიანიდან ნასროლი რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთმა კორეამ ბოლო ორ დღეში მეორედ ისროლა ბალისტიკური რაკეტა. იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანის სუნანის რაიონიდან დილით გაშვებული რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში ჩამოვარდა, კუნძულ ჰოკაიდოდან დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრში. ინფორმაცია გემების ან თვითმფრინავების დაზიანების შესახებ არ გავრცელებულა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს. აშშ-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდით თავხედურად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რეგიონში დაძაბულობას ზრდის და სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნის. თეთრი სახლის თანახმად, დიპლომატიისთვის კარი ჯერ კიდევ ღიაა, ამიტომ, ფხენიანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და სერიოზულ მოლაპარაკებას დასთანხმდეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი განაგრძობენ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირე სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან და ყველა ზომას მიმართავენ მათი და აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ჩრდილოეთ კორეას აკრძალული აქვს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან ფხენიანმა 50-ზე მეტი გამოცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია ერთობლივი სამხედრო მანევრებით პასუხობენ. ...
წყარო

Катя

თბილისი
  • 30 თვის წინ
  • VIP

Anka transi

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Nuca

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 17 თვის წინ

Deniz

თბილისი
  • 7 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ani

რუსთავი
  • 7 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 17 თვის წინ