ღარიბაშვილი: მე ვირჩევდი, უფრო ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩთან მიმართებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არ მოსწონს თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე. "მიუღებელია ჩემთვის პირადად, მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. მან ასევე თქვა, რომ დემოკრატია ყველას აძლევს საშუალებასმ გამოხატოს თავისი აზრი. „ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე ნახეთ „ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად" - დეგნანი „ხალხის ძალის" განცხადებებზე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის დეპუტატები, რომლებმაც იგი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს, სთხოვდნენ დაეფიქსირებინა მთავრობის პოზიცია ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით. "საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემდეგ, მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რაც ასევე დაადასტურეს თავიანთ არაერთ წერილში “ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულმა დეპუტატებმა. რადგანაც დღემდე არ მომხდარა მთავრობის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების უარყოფა, როგორია დღეს მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხედავთ თუ არა ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს?" - ეს არის ოპოზიციის დეპუტატების მიერ ირაკლი ღარიბაშვილისათვის გაგზავნილი სამი კითხვიდან ერთ-ერთი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკულ განცხადებებზე კომენტარები აქამდეც გაუკეთებია. მან 2022 წლის 2 სექტემბერსაც თქვა, რომ საქართველოს ამერიკასთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს და ელჩის გადაჭარბებული კრიტიკა არ შეუწყობს ხელს ურთიერთობების გაუმჯობესებას. ასევე ნახეთ ღარ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sema

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Nia❤‍

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 11 საათის წინ

Semiha

თბილისი
  • 15 თვის წინ

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

Cristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Diana

ბათუმი
  • 11 დღის წინ

Oqsana

ქუთაისი
  • 17 დღის წინ

Amina

ბათუმი
  • 19 საათის წინ

Lizi

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Irinka

თბილისი
  • 1 დღის წინ