ღარიბაშვილი ვაშაძეს: ენერგიის დაზოგვა გადავწყვიტე, ერთს გეტყვით, თქვენი გამოსვლა ფარისევლობის პერფორმანსი იყო

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო. იგი ოპონენტებმა ინტერპელაციის წესით მიიწვიეს სხდომაზე. დეპუტატების კითხვები შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და ევროკომისიის პირობების შესრულებას. პრემიერმა თავის გამოსვლაში კითხვების ერთ-ერთ ავტორს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ფარისეველი უწოდა. "მე არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი", - მიმართა ღარიბაშვილმა ვაშაძეს, რომელმაც მანამდე ტრიბუნიდან გააკრიტიკა ხელისუფლება იმაში, რომ ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არაფერი გააკეთა. ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უსაყვედურა, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. ღარიბაშვილმა კითხვის გამგზავნი დეპუტატების სიის მიხედვით ისაუბრა იმაზე, ვინ როგორ მუშაობდა პარლამენტში შექმნილი ჯგუფების ფარგლებში. "ჩვენ მათ რომ მოვუსმინოთ, გვექნება განცდა, რომ მართლა დაინტერესებული არიან იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. ძალიან უცნაურია, მესმის, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მომმართოთ, მაგრამ მთელი პროცესი გადმოტანილია პარლამენტში. პაატა მანჯგალაძე არ ესწრებოდა. თეონა აქუბარდია რამდენიმეს ესწრებოდა, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ იყო, ხათუნა სამნიძე რამდენიმეს ესწრებოდა, ტარიელ ნაკაიძე სამუშაო ჯგუფებს არ ესწრებოდა, მაგრამ სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვებში იყო ჩართული, თამარ კორძაია სამუშაო ჯგუფის წვერებს ესწრებოდა, როსტომ ჩხეიძე არ ესწრებოდა. ნატო ჩხეიძე ესწრებოდა. ამით რა მინდა გითხრათ, ეს არის ნამდვილი ფარისევლობა". ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის "ვიწრო ჯგუფის" გარდა, არავინ დავობს იმაზე, რომ "საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, ყველა მიმართულებით". три ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ. ...
წყარო
  • 100%

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 26 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

nita

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Taso transi

თბილისი
  • 9 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 7 თვის წინ