ტალინის მიერ რუსეთისთვის გადაცემული “გრუს“ აგენტი ესტონეთს თავშესაფარს სთხოვს

რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობისთვის ტალინის სასამართლოს მიერ მსჯავრდადებული და მოსკოვისთვის გაცვლილი რუსეთის მოქალაქე არტიომ ზინჩენკო უკან ესტონეთში დაბრუნდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. როგორც გაზეთი „ეესტი პლიავალეხტი“ წერს, ზინჩენკო აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მას რუსეთთან უკვე არაფერი აერთიანებს. ზინჩენკო 2017 წელს ტალინში გაასამართლეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ესტონეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუს" დავალებით ჯაშუშობისთვის. "24 თებერვალს ჩემთვის განადგურდა ყველაფერი, რაც ჩემსა და ჩემს სახელმწიფოს შორის იყო", - აცხადებს ზინჩენკო. ესტონეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტუცმა Yahoo News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ზინჩენკოს ჩამოსვლა ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევაა. "რუსეთის სამსახურების ბევრი თანამშრომელი ომის წინააღმდეგია. ისინი ამას რუსეთისა და რუსების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიქვამენ. ჩვენ დიდად ბედნიერები ვიქნებით მათთან თანამშრომლობისა, თუ ისინი ახალი საცხოვრებელი ადგილის ძებნას შეუდგებიან", - განაცხადა ესტონეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა. 2018 წელს არტიომ ზინჩენკო ესტონელ ბიზნესმენ რაივო სუსიში გაცვალეს და მას შემდეგ სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. ...
წყარო
  • 100%

Алёна

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 25 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 16 თვის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Sofya

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 15 თვის წინ

Eka

ქუთაისი
  • 17 წუთის წინ

Anka

თბილისი
  • 15 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 7 თვის წინ